თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების განმეორებითი ინფიცირება, გარკვეულწილად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ორგანიზმს მაინც აქვს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ დაავადებისთვის, ბრძოლისთვის ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, რეინფიცირებულ პაციენტთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
„რეინფიცირების შემთხვევის დროს დაავადება იყო თითქმის უსიმპტომო. ჩვენ ვიცით, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი იმუნიტეტის ხანგრძლივობა, მისი ხარისხი. შესაძლებელია მოხდეს, რომ არ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ერთეულ შემთხვევებში და ამ ეტაპზე ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია“, - განაცხადა მარიან ეზუგბაია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.
იხილეთ ვიდეო:კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევაში პაციენტების იმუნიტეტი უფრო მდგრადი იქნება
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"