ავღანეთში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბალხის პროვინციაში თალიბმა მეამბოხეებმა ქვეყნის არმიის სადივიზიო-სადესანტო რაზმის წევრებზე თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 41 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმაზე, რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში მდებარე ბომბი აამოქმედეს, პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ უკვე აიღო.

დაღუპულებს შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. რა შეეხება დაშავებულებს, მათ შორის 6 სადივიზიო-სადესანტო რაზმის წევრი, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანის“ დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქში იმყოფება, სადაც სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომლის თანახმადაც აშშ-მ ავღანეთიდან საკუთარი ჯარი უნდა გაიყვანოს, ამის სანაცვლოდ კი „თალიბანმა“ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის მთავრობასთან ხელისუფლების გადანაწილების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ავღანეთში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბალხის პროვინციაში თალიბმა მეამბოხეებმა ქვეყნის არმიის სადივიზიო-სადესანტო რაზმის წევრებზე თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 41 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმაზე, რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში მდებარე ბომბი აამოქმედეს, პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ უკვე აიღო.

დაღუპულებს შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. რა შეეხება დაშავებულებს, მათ შორის 6 სადივიზიო-სადესანტო რაზმის წევრი, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანის“ დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქში იმყოფება, სადაც სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომლის თანახმადაც აშშ-მ ავღანეთიდან საკუთარი ჯარი უნდა გაიყვანოს, ამის სანაცვლოდ კი „თალიბანმა“ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის მთავრობასთან ხელისუფლების გადანაწილების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი