ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედანი აშენდება

დღეს ქალაქ ოზურგეთში, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ოფიციალურ პირებთან ერთად, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია გალფის ხელმძღვანელობამ მშენებლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საკალათბურთო კორტი ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩაზე აშენდება.

საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია გალფის ორგანიზებითა და ქალაქს ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, პეტროკას ენერჯი ჯგუფის პრეზიდენტი ვანო ნაკაიძე და კომპანია გალფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ზაზა ფაჩულიას სახელობის მეოთხე სტადიონია, რომელსაც კომპანია გალფი გახსნის.

პირველი სტადიონი თბილისში, მეორე ქალაქ გორში, ხოლო მესამე ქალაქ სენაკში მდებარეობს. ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი ოზურგეთში 2021 წლის შემოდგომით გაიხსნება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა