ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2020

მახე ოპოზიციური პარტიებისათვის - რატომ არ მოსწონთ ანალიტიკოსებს "ნაცმოძრაობის“ დეკლარაცია

"ივანიშვილს სურს, რომ რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია“, - ლადო კახაძე

***

მახე ოპოზიციური პარტიებისათვის - რატომ არ მოსწონთ ანალიტიკოსებს "ნაცმოძრაობის“ დეკლარაცია

რას უმზადებს ოპოზიცია მმართველ გუნდს და რას ნიშნავს მათ მიერ ორი ინიცირებული დეკლარაცია, რომელთაგან ერთ-ერთზე ოპოზიციის 30-მა პარტიამ ხელი უკვე მოაწერა? ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციურ პარტიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ ორი დეკლარაცია შეიმუშავა. ერთი ჯერ დამუშავების პროცესშია. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნება დეკლარაცია, რომელზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს იმის დასტურად, რომ "ოცნებას“ პარლამენტში არჩევნების შემდეგ, თუ კი დასჭირდება, კოალიცია არ შეუქმნან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მახე ოპოზიციური პარტიებისათვის - რატომ არ მოსწონთ ანალიტიკოსებს "ნაცმოძრაობის“ დეკლარაცია

"კიდევ ერთ დეკლარაციაზე კი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას ეხება, ხელი უკვე მოაწერეს. ხელმომწერთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“ და სხვები. პარტიები თანხმდებიან, რომ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი და ძალები გაერთიანდება შემდეგი მიმართულებებით: შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, რომელიც ასახავს არჩევნების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევას; შემუშავდება საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, დარღვევებზე შემდგომი სწრაფი რეაგირებისთვის; ერთობლივი ძალებით მოხდება კენჭისყრისა თუ ხმის დათვლის პროცესების მეთვალყურეობა, დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა თუ საჩივრების დაწერა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა წინა წლების რეკორდებს. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 58 არასაპარლამენტო პარტია და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო შარიშურია და არ აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მათ მიერ დადებული შეთანხმებები და ხელმოწერები მათივე მხრიდან არ დაირღვევა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამის ძალიან ბევრი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამ ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს, ისინი წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციის შემქნის იმიტაციას ცდილობენ, ხოლო ვინც ამ დეკლარაციებს ხელს არ მოაწერს, შემდგომ მათი დაბულინგება მოხდება. ხუხაშვილი მიესალმება იმ დეკლარაციაზე 30 პარტიის ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთის ხმების დაცვას აპირებენ, თუმცა პარტიებს არ ურჩევს იმ დეკლარაციაზე ხელის მოწერას, რომლის მიხედვითაც პირობა უნდა დადონ, რომ „ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიან. „ნაციონალებს“ თავისი დღის წესრიგი აქვთ და ხომ არ უღალატებენ?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები. მე ყველა პარტიას ვურჩევ, რომ ამ ხაფანგში არ გაებან. „ნაციონალებს“ სურთ შექმნან ილუზია, რომ მათ გარშემო ტრიალებს ყველა და ყველაფერი. რაღაც წინასაარჩევნო კოალიციის შექმნის მცდელობაა. რომელი პარტიაც ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, მერე მათ მიმართ ჩვეულებრივი ზეწოლა დაიწყება, რომ ისინი „ოცნების“ მიერ ნაყიდები არიან”, - განაგრძობს გამოცემა.

"ვურჩევ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ მახეში არ გაებან. როდესაც პატარა პარტია ხარ და ამ ორ დიდი პოლიტიკურ პარტიას შენი თავი შესაძლოა დასჭირდეს, მე, მაგალითად, მათ ადგილას პოლიტიკურ ვაჭრობას დავიწყებდი. ამას კარგი გაგებით ვამბობ. დაველოდებოდი და ვინც უკეთეს შემომთავაზებდა, მის მხარეს ვიქნებოდი. როცა ხელში ოქროს გასაღები გიჭირავს, ეს უნდა გამოიყენო. ივანიშვილი კიდევ მაშინ გამოვა სავაჭროდ, როცა დაინახავს რეალურა ვის რა შესაძლებლობები აქვს“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას. ანალიტიოკსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე დეკლარაციაა, რომლის მიხედვითაც პარტიებმა „ოცნებისთან“ კოალიციის არშექმნის პირობა უნდა დადონ. რაც შეეხება ერთმანეთის ხმების დაცვის შეთანხმებას, მისი თქმით, წინა წლების გამოციდლებიდან ცნობილია, რომ რეალურად მხოლოდ იმ პარტიების ხმების დაცვა ხდება, რომლებსაც საარჩევნო უბენებზე წარმომადგენლები ჰყავთ. ხოლო ვისაც არა ჰყავს, მათ ხმებს სხვა პარტიები მშვენივრად ინაწილებენ”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ მხრიდან ეს არის პოლიტიკური სვლა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ, რომ მთელი ოპოზიცია მათ გარშემო იყოს გაერთიანებული. ეს კი, ჯერ ერთი, დასავლეთისთვის მოსაჩვენებლად სჭირდებათ, რომ აი, ესაა პარტია, რომელიც ქვეყანაში მთავარი წამყვანი ძალაა და რომლის გარშემოც ყველა და ყველაფერი ერთიანდება. მეორეც, ამით ცდილობენ რაღაც გაერთიანების იმიტიაცია შექმნან. არადა საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, ძალიან ბევრი ყველა ხელმოწერას და შეთანხმებას დაივიწყებს. ასევე მთავარია, რომ ხმები მართლა დასაცავი ჰქონდეთ და მხოლოდ საკუთარი კუნთების დაცვა არ მოუწიოთ. თუმცა, ცუდი და საგანგაშო იმაში არაფერია, თუკი ხმების დაცვაზე ყველა შეთანხმდება. ალბათ ეს „ოცნებისთვისაც“ რომ შეეთავაზებინათ, ხელს ისინიც მოაწერდნენ“, - ამბობს ძაბირაძე "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

"ივანიშვილს სურს, რომ რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია“, - ლადო კახაძე

"როდის გამოქვეყნდება "ოცნების“ პარტიული სია, არ ვიცი, შეიძლება ჯერ ნაწილი გამოქვეყნდეს, ან ერთიანად იქნას წარმოდგენილი. რამდენი პროცენტით განახლდება, ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებული იყოს მაჟორიტრების პრინციპი - ანუ როგორც მაჟორიტარების შემადგენლობა განახლდა“ - აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე მმართველი გუნდის პარტიულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ივანიშვილს სურს, რომ რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია“, - ლადო კახაძე

“ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნება“ პარტიის ახალ სიას აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც ბევრი ახალი სახე იქნება. პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და ამიტომ პარტიულ სიასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. ალბათ სკრუპულოზულად შერჩევა იქნება და მთავარი კრიტერიუმები: ბეგრაუნდი პროფესიონალიზმი, პოლიტიკური გამოცდილება და რაც მთავარია, პოპულარობა მოსახლეობაში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ განახლებული გუნდი იქნება. პროცენტულად არ ვიცი, ციფრის დასახელება გამიჭირდება, 120 კაციან სიაში 60% იქნება თუ არა ახალი სახე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიული სიის შედგენისას გამოყენებული იყოს მაჟორტარების პრინციპი. ანუ როგორც მაჟორიტარების შემადგენლობა განახლდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

ბიძინა ივანიშვილი პარტიული სიის შედგენაში არ ერევა. მისი სურვილია, რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია. პროფესიონალების გუნდი მუშაობს პარტიის ახალ პროგრამაზე და "ოცნება“ ამომრჩეველს სრულფასოვან პროგრამას შესთავაზებს. რაც შემეხება მე, ჯერ-ჯერობით შემოთავაზება არ ყოფილა. ჩემთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან მუშაობის გაგრძელება, როგორც "ოცნება“ და მის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა "რეზონანსთან“ ლადო კახაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა