დიმიტრი კულება - უკრაინამ ბელარუსთან ყველა კონტაქტი გაყინა

კიევმა ოფიციალურ მინსკთან ყველა კონტაქტი შეაჩერა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ, უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა.

„ოფიციალურად ვაცხადებ : ბელარუსულ მხარესთან ყველა კონტაქტი გაყინული, დაპაუზებული გვაქვს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, უკრაინა ბელარუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას შეუერთდა. მისივე განმარტებით, კიევმა ეს ნაბიჯი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.

შეგახსენებთ, ბელარუსში მესამე კვირაა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახლი აჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. სამართალდამცავებმა აქციები რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით მონაწილე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
დიმიტრი კულება - უკრაინამ ბელარუსთან ყველა კონტაქტი გაყინა

კიევმა ოფიციალურ მინსკთან ყველა კონტაქტი შეაჩერა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ, უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა.

„ოფიციალურად ვაცხადებ : ბელარუსულ მხარესთან ყველა კონტაქტი გაყინული, დაპაუზებული გვაქვს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, უკრაინა ბელარუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას შეუერთდა. მისივე განმარტებით, კიევმა ეს ნაბიჯი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.

შეგახსენებთ, ბელარუსში მესამე კვირაა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახლი აჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. სამართალდამცავებმა აქციები რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით მონაწილე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ