ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში ნებაყოფლობითი ტესტირება 712-მა პირმა ჩაიტარა, საიდანაც კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში ნებაყოფლობითი ტესტირება ამ დრომდე 712-მა პირმა ჩაიტარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში აღებული 712 ტესტიდან, ახალ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ 1 შემთხვევაზე იყო.

შეგახსენებთ, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ახალ კორონავირუსზე ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში კორონავირუსზე ტესტირებისთვის კარვებია გაშლილი, სადაც მოქალაქეებს PCR ტესტირების უფასოდ ჩატარების საშუალება აქვთ.

საკოორდინაციო საბჭომ ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში covid19-ზე გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გამოვლინდა ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირების წყარო ცნობილი არ იყო.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“