29 აგვისტოს მსოფლიო საზოგადოება ბირთვული ცდების წინააღმდეგ მოქმედებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

29 აგვისტოს მსოფლიო საზოგადოება ბირთვული ცდების წინააღმდეგ მოქმედებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

29 აგვისტოს მსოფლიო საზოგადოება მეათედ აღნიშნავს ბირთვული ცდების წინააღმდეგ მოქმედებების საერთაშორისო დღეს. ეს დღე დაწესებულ იქნა 2009 წლის 2 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, ყაზახეთის ინიციატივით და 26 სახელმწიფოს თანავტორობით. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება ღონისძიებები, მსოფლიოსთვის ბირთვული ცდების საშინელი შედეგების შესახსენებლად და მომავალში მათი განმეორების პრევენციისთვის.

ყაზახეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს უარი თქვა მსოფლიოში თავისი გამანადგურებელი ძალით რიგით მეოთხე ბირთვული იარაღის არსენალზე, რომელიც საბჭოთა კავშირისგან მიიღო მემკვიდრეობით და 1991 წელს 29 აგვისტოს დახურა სემიპალატინსკის უმსხვილესი საცდელი ბირთვული პოლიგონი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი გახდა გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცებაში.

ბირთვულ იარაღზე უარის თქმით, ყაზახეთმა აჩვენა საგარეო პოლიტიკის ღიაობა, მშვიდობისადმი ერთგულება, სამხედრო საფრთხეების გარეშე. სანაცვლოდ ქვეყანამ მიიღო ტერიტორიული მთლიანობის მყარი გარანტიები და სუვერენიტეტის პატივისცემა ბირთვული სახელმწიფოებისგან - აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ყაზახეთი აგვარებს ბირთვული ცდების შედეგების ლიკვიდაციის პრობლემებს.

28 წლის მანძილზე განხორციელდა ბირთვული ცდებისგან დაზარალებული პირებისათვის კომპენსაციების გადახდა, სამკურნალო და პროფილაქტიკური ზომების ჩასატრარებლად მოსახლეობას შორის, პოლიგონთან მიმდებარე რეგიონების ეკოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად.

გლობალური ბირთვული უსაფრთხოება

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა - ნურსულთან ნაზარბაევმა, 2011 წელს 12 ოქტომბერს მიმართა ახალი მოწოდებით, უბირთვო მსოფლიოს საყოველთაო დეკლარაციის მიღების თაობაზე.

– უბირთვო მსოფლიოს ყოვლისმომცველი დეკლარაციის მიღებით ჩვენ ვუკავშირებთ 21 საუკუნეში გლობალური ბირთვული უსაფრთხოების სრული სისტემის შექმნას გაეროს მკაცრი კონტროლის ქვეშ - განაცხადა მან „უბირთვო მსოფლიოსთვის“ საერთაშორისო კონფერენციაზე ყაზახეთის დედაქალაქში. „ჩვენ ვხედავთ უბირთვო მსოფლიოში გრანდიოზულ მიზანს, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ჩვენი პლანეტა - ეს არის ახალი, უნივერსალური საყოველთაო ღირებულება, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე იდეოლოგიური და კულტურული განსხვავების გამო კოროზიას.“

ნ.ნაზარბაევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე უბირთვო სამყაროს საყოველთაო დეკლარაციის მიღება შესთავაზა. მისი სიტყვებით, ამის გაკეთება არ იქნება მარტივი, რადგან ბირთვულ სახელმწიფოებს არ სურთ ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება.

მშვიდობიანი ინიციატივები

ასე, წლიდან წლამდე, უბირთვო სამყაროსთვის მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებით, 2012 წლის აგვისტოში ყაზახეთმა საწყისი მისცა საერთაშორისო პროექტ „ატომს“ იმისათვის, რომ გლობალურ დონეზე გაეძლიერებინა ბირთვული იარაღის ცდების საბოლოო და შეუქცევადი აკრძალვის და მისი სრული განადგურების მხარდაჭერა.

ყაზახეთი არის ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების (CTBT) მხარე და მხარს უჭერს მის, რაც შეიძლება სწრაფად, ძალაში შესვლასა და ამ დოკუმენტის გადამოწმების მექანიზმის გაძლიერებას.

ყაზახეთის ინიციატივით, 2015 წლის 7 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წევრი ქვეყნების ხმების უმრავლესობით მიიღო ყოვლისმომცველი დეკლარაცია, მოსფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე. მასში დაფიქსირებულია ყველა სახელმწიფოს სწრაფვა მოსფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე. ყაზახეთს დღეს შეუძლია თავის აქტივში ჩაწეროს ასევე სხვა მშვიდობიანი ინიციატივები, მათ შორის 2006 წელს გაფორმებული, ცენტრლურ აზიაში ბირთვული იარაღის გარეშე (CANWFZ) ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების უარყოფით გარანტიებზე ოქმის ხელმოწერა.

კაცობრიობის მთავარი მიზანი

დღეს მსოფლიოში არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ სწორედ პრეზიდენტის შორსმჭვრეტელი პოლიტიკის წყალობით მსოფლიომ ყაზახეთი ბირთვული გაუვრცელებლობის პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აღიარა.

და მთელი ამ წლების განმავლობაში, ყაზახეთი, როგორც ბირთვული განიარაღების მუდმივი მომხრე, მხარს უჭერს ყველა ქვეყნის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის მკაცრ დაცვას.

2018 წლის 29 აგვისტოს ასტანაში გაიმართა ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის (CTBT) საერთაშორისო კონფერენცია „წარსულის არ დავიწყება, მომავლის ხედვით“.

2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე გამოსვლისას, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა მოუწოდა XXI საუკუნეში კაცობრიობის მთავარ მიზნად - ბირთვული იარაღის გარეშე მსოფლიოს შენებისკენ.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის იდეალების ერთგულების წყალობით, ყაზახეთი აირჩიეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არა მუდმივ წევრად. ყაზახეთის პრიორიტეტები ასახულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ მიმართვაში უსაფრთხოების საბჭოს წევრებისთვის და მანიფესტში „მსოფლიო.XXI საუკუნე“.

ჯილდო მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხეების გარეშე

2019 წლის 29 აგვისტოს ნურ-სულთანში გაიმართა საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია „ნაზარბაევის პრემიის - ანტი ბირთვული იარაღის გარეშე მსოფლიოსა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“. წლის ლაურეატები გახდნენ ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის (CTBT) აღმასრულებელი მდივანი, ლასსინა ზერბო, და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) უკვე გარდაცვლილი გენერალური დირექტორი, იუკია ამანო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე, იუკია ამანომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყაზახეთში მცირედ გამდიდრებული ურანის ბანკის შექმნაში და ხელი შეუწყო ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარებას. ლასსინა ზერბოს საქმიანობამ და ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგის საერთაშორისო ქსელის შექმნის სამუშაოების თითქმის სრულად დასრულება. მას ასევე ეკუთვნის გამოჩენილი მოღვაწეების ჯგუფისა და ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის შექმნის ინიციატივა.

ყაზახეთი მიმართავს გაგრძელდეს ერთობლივი ძალისხმევა ბირთვული განიარაღებისა და გაუვრცელებლობისთვის, და დარწმუნებულია, რომ მისი ანტი-ბირთვული ინიციატივები გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესის მნიშვნელოვან ელემენტებად დარჩება.

(R)