დავით ბაქრაძემ ახმეტის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ახმეტის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის მიხედვითაც, პენსია და სოციალურად დაუცველთა დახმარება ორჯერ გაიზრდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და სწორედ ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

„ახმეტაშიც და მთელ საქართველოშიც ხალხს ცვლილებები სჭირდება იმიტომ, რომ დღევანდელმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი პრობლემა მოიტანა. უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები, კრიმინალი, ხოლო გამოსავალი არის ცხოვრების შეცვლა არჩევნების გზით. ამ ცვლილებებს აქვთ კონკრეტული შინაარსი, მათ შორის ის, რომ მთავრობამ უნდა შეამციროს თავისი ბიუროკრატიული ხარჯები და გაზარდოს პენსიები და სოციალური დახმარებები, ნაკლები გადასახადებით ბიზნესს დარჩება მეტი ფული, რათა ქვეყანაში უმუშევრობამ მოიკლოს, ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, რათა ყველა ქალაქსა თუ სოფელს ჰქონდეს გაზი, წყალი და სხვა კომუნალური საშუალებები. სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება საზოგადოებას და ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ოქტომბრის არჩევნები არის არა იმაზე, თუ ვინ შევა კაბინეტში, არამედ ეს არის ცვლილებების გზა, ადამიანების ცხოვრების შეცვლის გზა. ვფიქრობ, რომ დღეს ეს ბევრ ადამიანს ესმის და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები სწორედ ცვლილებების არჩევნები იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე.

„მოსახლეობას როგორც აქ, ისე სხვა რეგიონებში, აწუხებს მძიმე სოციალური პრობლემები. ამის გამოსავალი არის ჩვენი საარჩევნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების გაზრდას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც იქნება გარდამტეხი, რათა ადამიანების ცხოვრება შეიცვალო. „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო ამ ცვლილებებზე გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა