ლადო პაპავა - საფუძვლიანი განცდა მაქვს, რომ „ოცნება“, თუნდაც კოალიციურ ფორმატში, მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას შეინარჩუნებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 2,009.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 639.7 მლნ ლარით მეტია ივნისის მაჩვენებელზე, ხოლო 982.1 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ივლისის პერიოდს.

რაც შეეხება 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ გადასახდელებს, მისმა ოდენობამ 1,531.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელს 186.1 მლნ ლარით აღემატება, ხოლო 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 363.8 მლნ ლარით.

ფაქტია, რომ ივლისში ბიუჯეტის შემოსულობები ვალების აღების ხარჯზე გაიზარდა.

ბიუჯეტში შემოსობების ზრდის ძირითადი მიზეზი მთავრობის მიერ აღებული ვალებია. მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობების 55.6% სწორედ ვალების აღებით ფორმირდა.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეკონომიკის მხარდასაჭერად საკმაოდ ბევრი ნაბიჯები გადადგა. პანდემიის პირობებში დახმარებისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ვალების ხარჯზე ბიუჯეტის 55, 6%-ით ფორმირება?

- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ორი რამ - ჯერ-ერთი, ეკონომიკური კრიზისი გლობალური ხასიათისაა და, მეორე, ის, რომ ეს კრიზისი არ დასრულდება მანამ, სანამ მედიკოსები, მიკრობიოლოგები და ფარმაკოლოგები არ შექმნიან კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობის ეფეტიან საშუალებებს და შესაბამის ვაქცინას.

აქედან გამომდინარე, ეკონომიკური დაღმავლობა არა უშუალოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა. ეკონომიკის შეკვეცის შედეგად უპირობოდ იკლებს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ხოლო კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შესამსუბუქებლად აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების არა მარტო დაგეგმილ დონეზე დატოვება, არამდედ, ხშირ შემთხვავაში, გაზრდაც კი. სხვა სიტყვებით, ბიუჯეტის დეფიციტის ოდენობა შეუძლებელია, რომ არ გაიზარდოს.

ეკონომიკური დაღმავლობა არა უშუალოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა… ასეთ ვითარებაში ბიუჯეტის დეფიციტის ოდენობა შეუძლებელია, რომ არ გაიზარდოს

ცუდია, თუ ეს მოცემულ ვითარებაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგა ვალის გაზრდით, განსაკუთრებთ ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან აღებული სესხის ხარჯზე.

უკეთესია თუ ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დაფარვის წყარო იქნება შეღავათიანი საგარეო სესხები. ამ ტიპის სესხებს კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათთან უშუალო კოორდინაციაში მყოფი განვითარებული ქვეყნების მთავრობები იძლევა.

საქართველოში საგარეო ვალის ზრდა 2020 წლის ბიუჯეტისათვის სულაც არ არის გასკვირი. იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობამ ქართველ მედიკოსებთან ერთად შეძლო კორონავირუსის ეპიდემიას საქართველოში წარმატებით გამკლავებულიყო, ამიტომ ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფარავად ჩვენ ქვეყანას მისცეს ზემოხსენებული შეღავათიანი საგარეო სესხები, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

საქართველოში საგარეო ვალის ზრდა 2020 წლის ბიუჯეტისათვის სულაც არ არის გასკვირი… ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფარავად ჩვენ ქყვეყანას მისცეს შეღავათიანი საგარეო სესხები, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში საუკეთესო გადაწყვეტილებაა

- ვალების აღების თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. უკვე ვიცით, რომ მთავრობა კიდევ აპირებს 7 მილიარდ 200 მილიონი ლარის ვალის აღებას.

პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საკმაოდ ბევრი ითქვა. რამდენად გააზრებული და ეფექტიანი იყო მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკის მხარადსაჭერად დრო გვანახებს.

თქვენი დაკვირვებით, იმის გათვალისწინებით, რომ წელს ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ვარდნა, რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს აღებული ვალების გასტუმრება?

- აუცილებელია, რომ საგარეო სესხების ფორმით მოზიდული თანხები გამოყენებულ იქნეს სწორი მიმართულებით, რაც, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ფენების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

ასევე გასათვალისწინებელია მთავრობის მხრიდან იმ კომპანიების პირდაპირი, თუ ირიბი მხარდაჭერა, რომელთაც პანდემიის შემდგომ პერიოდში უნდა უზრუნველყონ ეკონომიკის მეტ-ნაკლებად სწრაფი აღორძინება.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რადგანაც მათ საფუძველზე მოხდება ახალი მთავრობის ფორმირება. ჯერ-ჯერობით მაქვს იმის საფუძვლიანი განცდა, რომ „ქართული ოცნება“, თუნდაც კოალიციურ ფორმატში, შეინარჩუნებს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ასევე შენარჩუნდება მოცემული საგარეო ვალის მართვის „მემკვიდრეობითი“ პასაუხისმგებლობა და გამოცდილებაც.

ყველაზე ცუდი სცენარის პირობებში, რაც გულისხმობს კორონავირუსის პანდემიის დროში გახანგრძლივებას, ეკონომიკური აღმავლობის დაწყება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც დროში გადაიდება, რის გამოც საგარეო ვალის მომსხურებაც გართულდება.

ამ არასასურველ გლობალურ ვითარებაში კი გამოყენებულ იქნება საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის კლასიკური ან თუნდაც მისი მოდიფიცირებული სქემები. მათი გამოყენების მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოცდილება კი საქართველოს ნამდვილად აქვს.

ამ არასასურველ გლობალურ ვითარებში გამოყენებულ იქნება საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის კლასიკური ან თუნდაც მისი მოდიფიცირებული სქემები. მათი გამოყენების მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოცდილება კი საქართველოს ნამდვილად აქვს

- პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი.

ვერაფერს იტყვი, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. ხელისუფლების ოპონენტები ისევე როგორც ხელისუფლების მიერ დაანონსებული დახმარებების პროგრამას, მთავრობის ამ ნაბიჯს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის ამ ნაბიჯს, რამდენად მართებულია ამ ინიციატივაზე მთავრობის ოპონენტების კრიტიკა? თუ ეს ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება, რატომ არ გადადგა ეს ნაბიჯები მთავრობამ თუნდაც 2-3 წლის წინ, ან უფრო ადრეც?

- ოპოზიციისათვის, რაც უფრო უუნარო და წარუმატებელი იქნება საქართველოს მოქმედი მთავრობა, მით უკეთესია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თავისთვის დადებითი შედეგის მისაღებად. ეს ბანალური ჭეშმარიტებაა.

იმავდროულოად, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს ხალხისთვის და ეკონომიკისთვის, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში იტყვის, რომ ამას მთავრობა არჩევნების მოსაგებად აკეთებსო... ძალიანაც კარგი, თუ მთავრობა არჩევნების მოსაგებად აკეთებს იმას, რაც სწორია.

ჩემი აზრით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საქართველოს მთავრობა მოქმედებდა მიზანმიმართულად და მას რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია...

ჩემი აზრით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საქართველოს მთავრობა მოქმედებდა მიზანმიმართულად და მას რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია...

- ქვეყანაში ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო კამპანია ყველას დაწყებული აქვს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი სრულყოფილი აშკარად არაა, რადგან ჯერჯერობით, ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკოსების საჯარო სივრცეში აქტიურობას. არ ჩანს ამ პროცესში მოქალაქეების აქტივობა.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარს მოვკარი თვალი - „მოსახლეობის უმრავლესობა ლუკმა-პურის ძიებაშია, პოლიტიკოსები ერთმანეთის ლანძღვაში, მთავრობა თვითტკბობაში, კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში, როგორც ერთმა აწ უკვე ყოფილმა შს მინისტრმა თქვა.

თენგის ფხალაძის დაკვირვებით - „დღევანდელი ვითარება ნამდვილად არ მეტყველებს ოპოზიციის სასარგებლოდ, „ოცნებასაც“ კარგად ესმის საკუთარი უპირატესობა და შეეცდება იგი მაქსიმალურად გამოიყენოს“. შესაძლოა, შესაძლოა, ხელისუფლების თვითკმაყოფილება ამგვარ ვითარებას უკავშირდება.

თქვენ როგორ დაახასითებდით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- სრულად ვიზიარებ ბ-ნი თენგიზ ფხალაძის აზრს. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. „ტრადიციული“ ოპოზიცია, უწინარეს ყოვლისა, ნაციონალები“ და თუნდაც სხვადასხვა სახელწოდების მქონე პარტიებში გაფანტულნი უშვებს სერიოზულ შეცდომებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთმანეთს უპირისპირდებიან.

რაც შეეხება ახლადშექმნილ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ჯერ-ჯერობით არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ისეთ წარმატებას მიაღწიონ, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდნენ.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება იყენებს და ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აუცილებად გამოიყენებდა „ძველი“ თუ „ახალი“ ოპოზიციის სუბიექტურად, თუ ობექტურად განპირობებულ სუსტ მხარეებს.

ხელისუფლება იყენებს და ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აუცილებად გამოიყენებდა „ძველი“ თუ „ახალი“ ოპოზიციის სუბიექტურად, თუ ობექტურად განპირობებულ სუსტ მხარეებს

- საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთი, პოლიტტექნოლოგიებში გარკვეული ადამიანების მტკიცებით, საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული კლიპით მიმართა.

სააკაშვილმა ქართველ ხალხს მისი მმართველობისას დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა და განაცხადა - მე ვბრუნდები! დამკვირვებელთა უმეტესობამ ჩათვალა, რომ მისი მიმართვა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზებას ემსახურებოდა და ამგვარ მიმართვებს არჩევნებამდე კიდევ ბევრს ვიხილავთ.

საინტერესო გახლდათ ის, რომ სააკაშვილის კლიპი „ქართული ოცნების“ ფბ-გვერდმა გააზიარა მოწოდებით - მიშა ჩამოდი! ფაქტია, რომ სააკაშვილის „რეკლამით“ „ოცნებას“ სურდა კიდევ ერთხელ ექცია იგი ბუდ თუ საფრთხობელად.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ სააკაშვილის ბოლო მიმართვას მოსახლეობისადმი, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ „ოცნება“ დაკავდა მათი მთავარი ოპონენტის რეკლამით?

- მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე განსხვავებული რეაქცია აქვს. „ნაცმოძრაობისთვის“ და განსაკუთრებით იდეური ნაცებისთვის ამგვარ მიმართვებს აქვს დამაიმედებელი ფაქტორის გაზრდის ფუნქცია.

აშკარაა, რომ დღეს „ნაციონალებს“ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი საქართველოში არ ჰყავს, ამიტომ სააკაშვილი ნაცებისთვის დღემდე ინარჩუნებს ე.წ. „ვირტუალური“, რადგანაც საქართველოს მოქალაქე არ არის და, თანაც სხვა ქვეყნის საჯარო მოხელეცაა, ლიდერის ფუნქციას.

მართალია, სხვადასხვა სახელწოდების მქონე პარტიებში თავმოყრილი ნაცები სააკაშვილის ამ მიმართვას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი, თუნდაც კოალიციურ ფორმატში, თუ კი მიეცემათ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა, აუცილებლად გაერთიანდებიან დროებითი სარგებლის მიღების მიზნით მაინც. ამის საუკეთესო მაგალითს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იძლევა.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი სააკაშვილის საქართველოში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში დაბრუნება დიდი საფრთხის შემცველია.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი სააკაშვილის საქართველოში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში დაბრუნება დიდი საფრთხის შემცველია

მისი ბოდიშების არავის სჯერა, რადგანაც ისინი „ნიანგის ცრემლებივითაა“, მეორე, კი გახლავთ ის, რომ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს მკვეთრი რევანშისტული ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით აგრესიული ქმედებების გაზრდას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ ვისაც არ დავიწყებია „ვარდისფერი“ უბედურება და მორჩილად არ ეგუებოდა და არც შეეგუება „მიშიზმს“.

ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რასაც წარმატებით იყენებდა და გამოიყენებს ყვლა იმ ამომრჩევლის თავის მხარეზე დასაყენებლად, ვისაც არ უნდა „მიშისტურ“ წარსულში დაბრუნება.

ცალკე საკითხია, მართლა აპირებს ბატონი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, თუ ეს მისი მორიგი, უკვე არაერთხელ ნანახი „სპექტაკლია“ თავისი მომხრეების კონსოლიდირებისათვის, რათა „ნაცმოძრაობამ“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნოს.

ცალკე საკითხია, მართლა აპირებს ბატონი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, თუ ეს მისი მორიგი, უკვე არაერთხელ ნანახი „სპექტაკლია“ თავისი მომხრეების კონსოლიდირებისათვის, რათა „ნაცმოძრაობამ“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნოს

აუცილებელია, რომ ყველას - ქართველებსაც და, ჩვენზე არანაკლებ გაბრიყვებულ, უკრაინელებსაც ახსოვდეს, რომ „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს“...

- ამ თემაზე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვულმა იხუმრა - ერთ ამბობს მოვდივარ და არ მოდის, მეორე ამბობს მივდივარ და არ მიდის... არანაკლებ საინტერესო იყო ხუხაშვილის ხუმრობაზე მისი ერთერთი ფრენდის კომენტარიც - არც ერთია მომსვლელი და არც მეორე წამსვლელი.

ჯერჯერობით ასეთი სურათი გვაქვს - არც სააკაშვილი გავს მომსვლელს და არც ივანიშვილი წამსვლელს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ აირჩია სააკაშვილმა დაშვებულ შეცდომებზე ბოდიშების მოხდის ტაქტიკა ახლა, მოახლოებული არჩევნების წინ?

- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ზედაპირული გაიგივება სულ ცოტა არაკორექტულია. რთული გასახსენებელი არ არის, რომ ბატონი სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში იყო, რომ საქართველოდან წავიდა იმის შიშით, რომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ არ დაეჭირათ. არც ის დავიწყებია ვინმეს, რომ სააკაშვილმა უკრაინაში გუბერნატორის თანამდებობას საქართველოს მოქალაქეობა ანაცვალა. სხვა სიტყვებით ის საქართველოდან მართლა წავიდა.

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ზედაპირული გაიგივება სულ ცოტა არაკორექტულია

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, 2013 წლის ბოლოს ის პოლიტიკიდან, და არა ქვეყნიდან, წავიდა. შედეგად კი მის გარეშე მთავრობას საქმიანობა გაუჭირდა. განსაკუთრებული შეცდომა კი იყო პრემიერის პოსოტზე გიორგი კვირიკაშვილის აღზევება, რის შემდეგაც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა პოლიტიკაში დაბრუნებულიყო მის მიერვე დაარსებული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

რაც შეეხება მის მოქალაქეობას, მან 2011 წელს, მაშინვე როგორც კი განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მალევე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა წაართვა.

არც დაშვებული შეცდომების კუთხით არ არის გამართლებული ამ ორი პიროვნების შედარება, როცა ერთის აგრესიულ ქმედებებს, უწინარეს ყოვლისა, ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, მაშინ როცა, მეორის მიერ დაშვებულ შეცდომების ფასი, საბედნიეროდ, ასეთი მძიმე არ ყოფილა და არც არის.

- „ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია როგორც არასდროს ერთიანია, მაგრამ დღე არ გავა მათ ერთიანობაზე თავად ამ პროცესის მონაწილეებს არ გაუჩნდეთ კითხვები.

„ნაციონალებმა“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელეს. მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა „ლეიბორისტული“ ოფისის პროცესში ჩართული პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ზოგი თვლის, რომ „ნაციონალებმა“ პირობა დაარღვიეს, ზოგიც მიიჩნევს, რომ მანამდე პირობა თავად გიორგი ვაშაძემ დაარღვია.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფში ფარული თუ ღია ბრძოლა უკავშირდება არა იმას, რომ მმართველი ძალა დაამარცხონ, არამედ იმას, თუ ვის დარჩება მომავალი ხელისუფლების მთავარი ოპონენტის „გვირგვინი“.

თქვენ როგორ დაახასიათებდით გაერთიანებული ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარე პროცესებს?

- ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის დიდი დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ დაარღვია შეთანხმება - „ნაცმოძრაობამ“, თუ ბატონმა გიორგი ვაშაძემ. ორივეს თავისი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „მეორედ მოსვლის“ იმედი კი უფრო „ნაცმოძრაობის“ წიქვილზე ასხამს წყალს, და გარკვეული აზრით ბატონ გიორგი ვაშაძეს წაართმევს შედარებით მერყევ ნაცური ბუნების მქონე ამომრჩეველს.

ეს კი ყველაზე ნაკლებად აღელვებს ყველა მათ, ვინც არ არის ნაცების, თუ ყოფილი ნაცების მხარეს, რადგანაც ის ხმები, რომლებსაც გიორგი ვაშაძე დაკარგავს მიიღებს „ნაცმოძრაობა“, ანუ ამ ტიპის ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა არ შეიცვლება.

რაც შეეხება იმ დებულებას, რომ, თურმე „ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ის როგორც არასდროს ერთიანია, ეს უფრო მათი სურვილია, ვიდრე სინამდვილე. ყველა ვხედავთ, რომ ეს ერთიანობა არამყარია, და თანაც ძალზედ პირობითი.

რაც შეეხება იმ დებულებას, რომ, თურმე „ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ის როგორც არასდროს ერთიანია, ეს უფრო მათი სურვილია, ვიდრე სინამდვილე. ყველა ვხედავთ, რომ ეს ერთიანობა არამყარია, და თანაც ძალზედ პირობითი

იმავდროულად ამ ოპოზიციაში არ შედის ზოგიერთი ახლადშექმნილი, ასევე ოპოზიციური ხასიათის მქონე პარტია, რომელთა პოტენციური შესძლებლობაც სავარაუდოდ ბევრად მეტიც კი არის, ვიდრე „ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციში შემავალი ერთპიროვნებიანი პარტიების ჯამი.

- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებაზე ბევრს საუბრობდა, ამის მსგავსი არაფერი ხდება.

ფაქტია, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში და პროპორციულ არჩევნებში ყველა პარტია ერთმანეთის კონკურენტი იქნება.

ფაქტია ისიც, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ჩათვლით ყველას მოლოდინები აშკარად გადაჭარბებული აქვს და ძნელი სათქმელია მდუმარებაში მყოფი ამომრჩეველი არჩევნების დღეს როგორ არჩევანს გააკეთებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შედეგით დასრულდება 2020 წლის არჩევნები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი? თუ ასე არ მოხდა, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტში „ოცნების“ მთავარი პარტნიორი?

- დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და დიდი ალბათობით არც არავისთან დასჭირდება კოალიციის შექმნა. თუ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო, ვფიქრობ, არც ეს გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ხელისუფლებაში თუნდაც მცირე დოზით მოსვლის სურვილი ბევრი პოლიტიკოსისათვის, როგორც წესი, განმსაზღვრელია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და დიდი ალბათობით არც არავისთან დასჭირდება კოალიციის შექმნა

ნუ დაგვავიწყდება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილება, როცა ოპოზიციური პარტიები თითქმის ერთ ხმაში იძახდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ხოლო შემდეგ ზოგიერთი მათგანი არა მარტო შევიდა, არამედ იმდროინდელ ხელისუფლებასთან წარმატებითაც „ითანამშრომლა“...

- საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, რუსეთი ემზადება გაითამაშოს დასავლეთთან დიდი პოლიტიკური პასიანსი - დაითანხმოს ლუკაშენკო და გახდეს შუამავალი, დიალოგის ინიციატორი მასსა და ოპოზიციას შორის.

თავის მხრივ დასავლეთი სთავაზობს მოსკოვს, რომ მან "დათმოს" ლუკაშენკოს ხელისუფლება და ექსკლუზიურად დაამყაროს პირდაპირი კავშირი ოპოზიციის საკორდინაციო საბჭოსთან.

თქვენი დაკვირვებით, სავარუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ბელარუსში და თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება ბელარუსში ჩატარებული არჩევნების გაკვეთილები საქართველოსთვის?

- ყველას უნდა ახსოვდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ბელარუსის მომავალი უშუალოდ მისი მოქალაქეების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ბელარუსში დამკვიდრებული არადემოკრატიული მმართველობა ბალარუსი ხალხისთვის გასაგებ მიზეზთა გამო უკვე კარგა ხანია მიუღებელია. ეს კი ყველაზე ნათლად საპროტესტო აქციებში გამოიხატება.

როგორც წესი, ამგვარი აქციების წარმატება აშკარად გამოკვეთილ პოლიტიკურ ლიდერზე დიდადაა დამოკიდებული. ფაქტია, რომ საპროტესტო მოძრაობას ბელარუსში ასეთი ლიდერი უბრალოდ არ ჰყავს...

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მიზანშეწონილია გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა. კერძოდ, უნდა გამოვიდეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, რომ იმის მიუხედავად თუ როგორ დასრულდება ამ ქვეყანაში არსებული შიგა კონფქლიტი, თბილისმა, თუნდაც უნებლიედ, ხელი არ უნდა შეუწყოს მინსკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებას.

ეროვნული ინტერსების სხვა ფასეულობებთან შედარებით პრიმატის შესანიშნავ გაკვეთილებს გვაძლევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე სწორი არჩევანი იქნება, თუ სრულად გავიზიარებთ ამერიკელების გამოცდილებას ეროვნული ინტერსების უპირობო და განუხრელი დაცის საკითხებში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა