ნათია თურნავა - სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ საქართველო ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური გამოწვევის მიუხედავად ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა.

"ესაა ინდიკატორი, რომ ჩვენ ძალიან დაბალი და მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა გადახდისუნარიანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი სწორ, დაბალანსებულ და ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P” - მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?