რუსთავის სამხარეო პოლიციაში, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა

რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ.

აღნიშნული საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის ინფორმაციით, დასმული იყო კონკრეტული შეკითხვები, რომლებზე პასუხის გასაცემად შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდა, მათ შორის, შეესაბამება თუ არა შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები და სწორედ ამ ექსპერტიზის ფარგლებში მოხდა დალუქული ავტომობილის გახსნა, რათა ექსპერტებს მისცემოდათ საშუალება აეღოთ მათთვის საჭირო ნიმუშები და მოეპოვებინათ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დასმულია უამრავი კითხვა, რაზეც კონკრეტული ექსპერტიზები ჩატარდა. მაგალითად, აღჭურვილი იყო თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილი Gps, ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. როგორ მუშაობს ავტომობილის ჩამკეტი და გამხსნელი მექანიზმი, რა მდგომარეობაში იყო შემთხვევის ადგილზე ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, ასევე შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი შეესაბამება თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტვიფარი შეესაბამება თუ არა ავტომობილის საბურავს. სწორედ მსგავსი ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად ჩატარდა ნივთმტკიცებების გახსნა-დათვალიერება, ექსპერტებმა მოიპოვეს შესაბამისი ინფორმაცია და უახლოეს მომავალში შედეგები ცნობილი გახდება," - აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო:რუსთავის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა