დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უისკონსინში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა თავს იცავდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომელიც უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თავს იცავდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გმობდა თუ არა ის კენოშაში მომხდარ სროლას, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ფოტო ტრამპის მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე აქვს გადაღებული, ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი - დაჭრა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ახალგაზრდა მოძალადე დემონსტრნატებისგან თავს იცავდა.

“საინტერესო სიტუაციაა, თქვენც ის ჩანაწერი ნახეთ, რომელიც მე. ის მათგან თავის დაღწევას ცდილობდა. ეს ასე ჩანს. შემდეგ ის დავარდა და ისინიც ძალადობრივად დაესხნენ თავს. როგორც ვხვდები, დიდ განსაცდელში იყო, შესაძლოა მოეკლათ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სროლა მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი- დაიჭრა. მოგვიანებით სამართალდამცავება მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის, ჯეიკობ ბლეიქის დაჭრის ფაქტს აპროტესტებდნენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
14.07.2025 / 09:02
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უისკონსინში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა თავს იცავდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომელიც უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თავს იცავდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გმობდა თუ არა ის კენოშაში მომხდარ სროლას, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ფოტო ტრამპის მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე აქვს გადაღებული, ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი - დაჭრა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ახალგაზრდა მოძალადე დემონსტრნატებისგან თავს იცავდა.

“საინტერესო სიტუაციაა, თქვენც ის ჩანაწერი ნახეთ, რომელიც მე. ის მათგან თავის დაღწევას ცდილობდა. ეს ასე ჩანს. შემდეგ ის დავარდა და ისინიც ძალადობრივად დაესხნენ თავს. როგორც ვხვდები, დიდ განსაცდელში იყო, შესაძლოა მოეკლათ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სროლა მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი- დაიჭრა. მოგვიანებით სამართალდამცავება მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის, ჯეიკობ ბლეიქის დაჭრის ფაქტს აპროტესტებდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ