ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება

18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.

„ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არცერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა