ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის გათვალისწინებული დაფინანსება დღეიდან გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

ამასთან, გაბუნიას თქმითვე, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

“ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალ მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება კოორდინირებულად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და რეფერარული პროგრამის ფარგლებში. ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გააგრძელებს ჩვეულებრივად ანგარიშვალდებულების პროცედურებს ახლა უკვე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს ონკოლოგიის პროგრამებით სარგებლობს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო