ვანო მაჭავარიანი - არჩევნებში ხელისუფლებისა და მისი ძირითადი ოპონენტების შანსები თითქმის თანაბარია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, არჩევნებამდე ორი თვე დარჩა. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე დარჩენილ დროში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას ქვეყანაში?

- მიუხედავად იმისა, რომ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას აქვს განცდა რომ ისინი იგებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მე მაინც თითქმის თანაბრად შევაფასებდი მათ შანსებს.

ერთადერთი უპირატესობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის ის, რომ მას ჰყავს სახელისუფლებო გუნდი და აკონტროლებს ადმინისტრაციულ რესურსს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ეს არის მისი პრობლემაც. ამომრჩეველი გადაიღალა სახელისუფლებო გუნდის მმართველობით.

„ქართული ოცნება“ 8 წელია ხელისუფლებაშია. ბიძინა ივანიშვილი უცვლელი ლიდერია, ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შექმნა ვერც ერთი ლიდერი, ვერ გახდა პოლიტიკური პარტია და ის ჩამოყალიბდა როგორც პოსტსაბჭოური ოლიგარქის სამსახურში მყოფი სახელისუფლებო გუნდი.

„ქართული ოცნება“ 8 წელია ხელისუფლებაშია. ბიძინა ივანიშვილი უცვლელი ლიდერია, ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შექმნა ვერც ერთი ლიდერი, ვერ გახდა პოლიტიკური პარტია და ის ჩამოყალიბდა როგორც პოსტსაბჭოური ოლიგარქის სამსახურში მყოფი სახელისუფლებო გუნდი

ამას ხედავს ამომრჩეველი. ამომრჩევლის გადაღლილობა „ქართული ოცნებისაგან“ უკავშირდება იმასაც, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი არ არის პოლიტიკური ძალა. მას არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერები ერთის გარდა. აქამდე ვინც იყო, გაქრნენ პოლიტიკური არენიდან.

ერთადერი უპირატესობა რაც დღეისათვის „ქართულ ოცნებას“ აქვს, გახლავთ ის, რომ პანდემიის პირობებში ექიმებისა და ეპიდომიოლოგების რჩევებით შეძლო და სწორად წარემართა პროცესი რითაც მიიღო ის სამაშველო რგოლი, რომელმაც გადაფარა როგორც ხელისუფლების პრობლემები, ისე მმართველ გუნდში არსებული პრობლემები და მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, მაინც გკითხავთ - როგორია წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების საარჩევნო სასტარტო პოზიციები?

- „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა რომ არჩევნებში ხმების 60% მიიღოს, რაზეც მუდმივად საუბრობს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი გამოკითხვებით მათი მხარდამჭერების რაოდენობა 40%-ს არ აღემატება.

ახლა ხელისუფლება ცდილობს დააძალოს ამომრჩეველს, რომ მათ არჩევანი სწორედ „ოცნებაზე“ გააკეთონ. ამისთვის „ოცნება“ იყენებს სააკაშვილის დაბრუნების თემას, ამომრჩეველში შიშის გაჩენასა და ოპოზიციის დაქსაქსულობას.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა „პატრიოტთა ალიანსის“ გააქტიურება, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიად ყალიბდება. „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი დღის წესრიგი აქვს. ეს რომ ასეა, უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა პროცესებმაც ნათლად დაგვანახა.

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევნებში უპირატესობა იმის გამო რომ ხელისუფლებაშია, მაგრამ ოპოზიციას აქვს იმის განცდა, რომ ამომრჩეველში არის ერთი პარტიისა და ერთი პიროვნების მართვის გამო გადაღლილობა, რაც ოპოზიციას უჩენს არჩევნებში გამარჯვების შანსებს.

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევნებში უპირატესობა იმის გამო რომ ხელისუფლებაშია, მაგრამ ოპოზიციას აქვს იმის განცდა, რომ ამომრჩეველში არის ერთი პარტიისა და ერთი პიროვნების მართვის გამო გადაღლილობა, რაც ოპოზიციას უჩენს არჩევნებში გამარჯვების შანსებს

ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არჩევნების წინ მუშაობს იმაზე, რომ მოიპოვოს გამარჯვება. გამარჯვება რა მასშტაბის იქნება არავინ არასდროს არ იცის თუ არ ჩატარდა რუსული ან ბელარუსული ტიპის არჩევნები.

- „პატრიოტთა ალიანსის“ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

„ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის წინააღმდეგ როგორც არასდროს ერთიანია, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში შეუთანხმებლობა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციის სხვადასხვა ფრთების წარმომადგენლები ერთმანეთთან უფრო არკვევენ ურთიერთობებს, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“.

თქვენი დაკვირვებით რა ხდება „ლეიბორისტული“ ოფისის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციაში? სავარაუდოდ როგორია ამ ოპოზიციურ ფლანგში მოაზრებულ პოლიტიკურ ძალთა სასტარტო პოზიციები მოახლოებულ არჩევნებზე?

- რაც ოპოზიციის ამ ფლანგზე ხდება არის სავსებით ბუნებრივი და ეს მოსალოდნელიც იყო. ვფიქრობ, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, იმის გამო ხდება, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი. როცა გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს საზოგადოების აქტივობა სახალხო სეირნობას ემსგავსება, ვიდრე მიზანმიმართულ პოლიტიკურ საქმიანობას.

რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, იმის გამო ხდება, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი. როცა გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს საზოგადოების აქტივობა სახალხო სეირნობას ემსგავსება, ვიდრე მიზანმიმართულ პოლიტიკურ საქმიანობას

ცხადია ის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მათ დღევანდელ ლიდერებს კარგად ესმით, რომ მათ არ აქვთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გაერთიანების რესურსი. ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ მაქსიმალურად იმუშაონ მხოლოდ თავის ამომრჩეველზე.

ამის კარგი მაგალითი იყო ოპოზიციური გაერთიანებიდან გიორგი ვაშაძის გასვლა, რომელმაც როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღო თანხმობა რომ ის იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციიდან პრემიერობის კანდიდატი.

ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობა“ შექმნილ ვითარებაში საკმაოდ ბუნებრივად იქცევა. ისინი ხედავენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში მათი რეიტინგი არის მზარდი. სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობისა“ და სავარაუდო ცვლილებების სიმბოლო, რასაც ისინი იყენებენ თავისი ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციისთვის. მათთვის ორპოლუსიანობა მომგებიანია და ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ.

„ნაცმოძრაობა“ შექმნილ ვითარებაში საკმაოდ ბუნებრივად იქცევა. ისინი ხედავენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში მათი რეიტინგი არის მზარდი. სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობისა“ და სავარაუდო ცვლილებების სიმბოლო, რასაც ისინი იყენებენ თავისი ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციისთვის. მათთვის ორპოლუსიანობა მომგებიანია და ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ

„ნაციონალები“ დანარჩენ ოპოზიციური პარტიებს თავის ამომრჩეველზე მუშაობისკენ მოუწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მათთან ითანამშრომლებენ. საპარლამენტო მმართველობის სხვა ქვეყნების მაგალითები რომ გავიხსენოთ, „ნაციონალების“ მოქმედება აბსოლუტურად გასაგებია და პრაგმატულიც.

- თუ მაჟორიტარულ ოლქებში უკვე წარდგენილი კანდიდატებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ყველა პარიტია ერთმანეთის კონკურენტია. ამ პროცესში ისანსა და თუნდაც საბურთალოზე შეუთანხმებლობამ ბევრი კითხვები გააჩინა.

ბათუმში კიევიდან სააკაშვილის თანამებრძოლის, ვარშალომიძის ჩასვლამ კიდევ უფრო გააღმავა აზრი იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოსული პარტიები ერთმანეთის კონკურენტები არიან.

ახლა როცა პრაქტიკულად ცნობილია 30-ვე მაჟორიტარულ ოლქებში ვინ იყრის კენჭს, თქვენი დაკვირვებით მაჟორიტარულ ოლქებში რა შანსები აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს?

- ხელისუფლების წარმომადგენლებს ზუსტად ისეთივე შანსები აქვთ, რაც ჰქონდათ მანამდე. მათი მხარდაჭერა არ აღემატება 40%-ს. ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და არჩევნებზე არ მოერიდებიან კრიმინალების გამოყენებასაც.

მას შემდეგ რაც სააკაშვილი გამოჩნდა, ზოგს სახუმაროდ არ ეყო ეს თემა, ზოგმა სერიოზულად აღიქვა. თავად „ნაცმოძრაობაში“ და არა მარტო იქ გაჩენილ კითხვებს თუ რა როლი აქვს სააკაშავილს 2020 წლის არჩევნებში, თავად სააკაშვილმა დაუსვა წერტილი.

სააკაშვილს აქვს პრეტენზიები იყოს ოპოზიციის ლიდერი და მისი ქმედებებიდან გამომდინარე ცდილობს ეს პოზიცია არავის დაუთმოს. ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც მას ჩაანაცვლებდა.

სააკაშვილს აქვს პრეტენზიები იყოს ოპოზიციის ლიდერი და მისი ქმედებებიდან გამომდინარე ცდილობს ეს პოზიცია არავის დაუთმოს. ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც მას ჩაანაცვლებდა

მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი ვითარება, კერძოდ, მაჟორიტარულ ოლქებში დაყენებული „ნაციონალი“ კანდიდატების უკან სააკაშვილი დგას, სწორედ ამაზე მიანიშნებს. მართალია ამან დანარჩენ ოპოზიციურ კანდიდატებს პრობლემები შეუქმნა.

მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალების“ კანდადატების დაყენებამ პრობლემები შეუქმნა „ქართულ ოცნებასაც“. მმართველი გუნდი ძალიან ცდილობდა საარჩევნო კამპანიის მიღმა აღმოჩენილიყო სააკაშვილი, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე ტურებში ოპოზიციურ ძალებს „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა მოუწევთ.

მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალების“ კანდადატების დაყენებამ პრობლემები შეუქმნა „ქართულ ოცნებასაც“. მმართველი გუნდი ძალიან ცდილობდა საარჩევნო კამპანიის მიღმა აღმოჩენილიყო სააკაშვილი, მაგრამ ასე არ მოხდა

2020 არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია რამეს პროგნოზირება. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პროცესი დასრულებული ჯერაც არაა. ეს კარგად ესმის ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ ძალებსაც.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიცია არა „ოცნების“ დამარცხებისთვის, არამედ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსისთვის იბრძვის, რომ 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდეს სხვაზე მეტი უპირატესობა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცება?

- სწორედ იქედან გამომდინარე, რომ როგორც მმართველი გუნდის, ისე წამყვანი ოპოზიციური ძალების შანსები არჩევნებში თითქმის თანაბარია, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ მცირე უპირატესობა აქვს.

ასეთ ვითარებაში ორივე ძალა მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც სააჩევნო ბრძოლაში შედის, ცდილობს გაიმარჯვოს არჩევნებში.

თუ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დავაკვირდებით, არც ივანიშვილი იყო 2012 წელს დარწმუნებული იმაში, რომ მაშინ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. მაშინ „ოცნება“ ცდილობდა გამხდარიყო მაშინდელი ხელისუფლების ძირითადი ოპონენტი.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლაც 2020 წლის არჩევნების პროგნოზირება ძნელია, ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ გამარჯვებაზე არიან ორიენტირებული.

„ქართული ოცნება“ ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ხოლო ოპოზიციური სპექტრის ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება. ორივეს სამიზნე ის ამომრჩეველია, ვისაც დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი მისცემს თუ არა ამომრჩეველი ხმას „ქართულ ოცნებას“ და მისცემს თუ არა იგი ოპოზიციას საშუალებას შექმნას კოალიციური მთავრობა.

„ქართული ოცნება“ ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ხოლო ოპოზიციური სპექტრის ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება. ორივეს სამიზნე ის ამომრჩეველია, ვისაც დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი მისცემს თუ არა ხმას „ქართულ ოცნებას“ და მისცემს თუ არა იგი ოპოზიციას საშუალებას შექმნას კოალიციური მთავრობა

ჩემი აზრით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოში ასეთი ვითარებაა. ამიტომ ვამბობ - არჩევნებში ხელისუფლებისა და მისი ძირითადი ოპონენტის შანსები თითქმის თანაბარია.

- აშშ-ს ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნანმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ მან თქვა - „მოუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.“

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს ელჩის ამ მოწოდებას?

- ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რუტინული მოწოდება. ამგვარი განცხადება ნებისმიერმა ელჩმა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ აშშ-ს ელჩის განცხადება სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკელებმა რაელურად საკმაოდ სერიოზული კითხვები დასვეს მმართველი გუნდის ხელმძღვანლის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესწევეს ივანიშვილს უნარი ხელი შეუწყოს ან ხელი შეუშალოს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც დიპლომატები არა საჯარო სივრცეში არამედ კულუარებში საუბრობენ. იმ შემთხვევაში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მიიღო, არის თუ არა მზად ივანიშვილი დათმოს ხელისუფლება. ამაზე კულიარებში აქტიურად საუბრობენ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ლიდერები.

იმ შემთხვევაში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მიიღო, არის თუ არა მზად ივანიშვილი დათმოს ხელისუფლება. ამაზე კულიარებში აქტიურად საუბრობენ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ლიდერები

ამ თემაზე საკმაოდ ღიად რამოდენიმეჯერ გაკეთდა განცხადებები ვაშინგტონში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხებზე უკვე გაკეთებული აქვთ განცხადებები და ამომრჩეველიც, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია.

ფაქტია, რომ მოცემულობა უცვლელია, საქართველოს პრობლემები ნათელია - მაღალია უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაუჭრელია, ასევე აქტუალურია უსაფრთხოებისა და ნატოსთან ინტერგრირებასთან დაკავშირებული საკითხები.

- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით „პატრიოტთა ალიანსის“ აქტიურობას აფხაზეთსა და აჭარაში. „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმში გამოკრული პლაკატი რომ აშკარად პროვოკაციული და საფრთხისშემცველი იყო, აღარავინ დაობს.

წარმოუდგენელია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს არ ესმოდეთ, რომ ლოზუნგი - აჭარას თურქეთი გვართმევს, სსრკ-ს დრინდელი იდეოლოგიური ნარატიავია, ისევე როგორც მტკიცება, - რომ არა რუსეთი, აჭარას თურქეთი წაგვართმევდა.

გასაგებია, რომ აჭარაში ბევრი თურქი ბიზნესმენი საქმიანობს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბათუმში ახლადაშენებული ბინების უმეტესობას სწორედ რუსეთის მოქალაქეები იძინენ.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გაუგებარია ისიც, თუ რატომ ავიწყდებათ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს ის, რომ სწორედ რუსეთი დაეხმარა თურქეთს მართლმადიდებელ საბერძნეთთან ბრძოლაში და ლენინის რუსეთმა აჩუქა ქართული მიწები თურქეთს.

თქვენ როგორ შეაფასებდით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ენგურსგადაღმა გადასვლას და შემდეგ ბათუმში აქტიურობას?

- „პატრიოტთა ალიანსი“ როგორც სხვა ქვეყნებში ცალსახად პრორუსული პარტიები, საქართველოში რუსული დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ. „პატრიოტთა ალიანსი“ იმავეს აკეათებს, რასაც ევროპაში არაერთი პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტია.

მანამდეც ნათელი იყო, მაგრამ ახლა უკანასკნელ პერიოდში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული დღის წესრიგით ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი ქართულ პოლიტიკაში. ამას ხელს უწყობს თავად მმართველი გუნდის ლიდერის სიმპატიები კონკრეტული ლიდერების მიმართ, ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენენ.

ხელისუფლება არა თუ ხელს არ უშლის „პატრიოტთა ალიანსს“, არამედ ხელსაც უწყობს საჯარო სივრცეში ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტინატოს ლოზუნგებით აპელირებდეს.

„პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული დღის წესრიგით ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი ქართულ პოლიტიკაში... ხელისუფლება არა თუ ხელს არ უშლის „პატრიოტთა ალიანსს“, არამედ ხელსაც უწყობს საჯარო სივრცეში ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტინატოს ლოზუნგებით აპელირებდეს

ცალსახადაა ცხადი, რომ თავისუფლების ის არეალი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს აქვთ, მმართველი გუნდისა და კონკრეტულად ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე არ ექნებოდათ. ვერ გაბედავდნენ და ვერც დაფინასებას მიიღებდნენ და არც ფართო მოქმედების საშუალება არ ექნებოდათ.

ნეიტრალიტეტისა და თურქეთის თემები, აფხაზეთისა და სააკაშვილის თემები, ანტიდასავლური რიტორიკა ის საკითხებია, რაც რუსეთსა და „ქართული ოცნებას“ აწყობთ. ამიტომაცაა, რომ „პატრიოთა ალიანსისა“ და ქართული ოცნების“ მხარდაჭერების შეხვედრებზე ხშირად ხვდებიან როგორც ერთის, ისე მეორის მხარდამჭერები.

ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ - „ქართული ოცნების“ ლიდერის სიმპატიითა და ხელშეწყობით ინაშვილი და თარხან-მოურავი მსგავს პოლიტიკურ ქმედებებს ვერ გაბედავდნენ. ცხადია ისიც, რომ საქართველოში მათ არსებობაში მოსკოვს ძალიან დიდი ინტერესი აქვს.

რუსეთს სურს, რომ საქართველოს პარლამენტში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაშიცაა და იმავდროულად ქვეყანაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობებს შექმნის ავანგარდშია. მათი რიტორიკა ერთი-ერთში ჯდება მოსკოვის ინტერესებში.

რუსეთს სურს რომ საქართველოს პარლამენტში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაშიცაა და იმავდროულად ქვეყანაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობებს შექმნის ავანგარდშია

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება ბელარუსში არ ცხრება. ფაქტი კი ისაა, რომ რაც უფრო მეტი ხალხი გამოდის ბელარუსის დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონების ქალაქებში, მინსკი მეტად ხდება დამოკიდებული კრემლსა და პრეზიდენტ პუტინზე.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ბელარუსში და როგორ გამოიყურება ბელარუსში ჩატარებული არჩევნების გაკვეთილები საქართველოსთვის?

- ბელარუსში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა რომ ბელარუსი ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის. ანალოგია საქართველოსთან ისაა, რომ ის უძრაობა, რომელიც ერთ ლიდერს უკავშირდება, იწვევს ხალხის უკმაყოფილებას. ბელარუსის შემთხვევაში ვნახეთ რომ ხალხმა უარი უთხრა ლუკაშენკოსა და მის ერთპიროვნულ მმართველობას.

ლუკაშენკო წლები მუშაობდა იმაზე, რომ ოპოზიციას არ ჰყოლოდა არანაირი ლიდერი. ვიცით, რომ ბევრი მათგანი მან დააპატიმრა, ბევრიც ქვეყნიდან გააძევა. სხვათა შორის, ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ გაქრა კიდეც.

პრეზიდენტობის გაქცეულმა კანდიდატმა ტიხანოვსკაიამ შეძლო ბევრი ადამიანის გამოღვიძება, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ყურადღების მიქცევა და იმის თქმა, რომ ბელარუსი არ არის რუსეთის ტერიტორია.

ფაქტია, რომ ლუკაშენკო რთულ ვითარებაში აგდებს ბელარუსს. რუსეთი არ აპირებს ბელარუსის დაკარგვას. ის მზადაა გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის უხეში სამხედრო ძალით ჩაერიოს ბელარუსის საშინაო პოლიტიკაში.

ლუკაშენკომ ვერ შეძლო თავისი ქვეყანა წაეყვანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია მის ქმედებებზე.

თუ ლუკაშენკოსათვის სანქციების დაწესება პიროვნული, ფინანსური თუ სხვა პრობლემა შეიძლება არ იყოს. ის შეეცდება მაქსიმალურად დაუახლოვდეს რუსეთს, მას აქვს პოლიტიკური თუ სხვა ვალდებულებები.

საქართველოს შემთხვევაში, თუ ივანიშვილმა არჩევნებში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და მაინც შეეცადა ხელისუფლებაში დარჩენას, მისთვის აშშ-სა და ევროპის მხრიდან ნებისმიერი ფინასური თუ პიროვნული სანქციების დაწესების პერსპექტივა დამაფიქრებელი უნდა იყოს.

თუ ივანიშვილმა არჩევნებში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და მაინც შეეცადა ხელისუფლებაში დარჩენას, მისთვის აშშ-სა და ევროპის მხრიდან ნებისმიერი ფინასური თუ პიროვნული სანქციების დაწესების პერსპექტივა დამაფიქრებელი უნდა იყოს

ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ეს მისთვის იქნება ძალიან დიდი პრობლემა. აშშ და ევროკაშირი ამას ისე არ გაატარებს, როგორც შესაძლოა ბელორუსის შემთხვევაში მოხდეს. საქართველოსა და კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ლიდერს ივანიშვილს და მის ახლო წრის ადამიანებს შესაძლოა, სერიოზული სანქციები დააკისრონ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა