„თავისუფალი საქართველო“ – „პსპ“ პრაქტიკულად ჩვენი პარტიის „იაფი მედიკამენტების“ კამპანიაში ჩაერთო

პარტია „ თავისუფალი საქართველო “ ფარმაცევტული კომპანიის „ პსპ“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „პსპ“ საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, „ პსპ“-ს გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი მოგების გარეშე განახორციელოს, არის ზუსტად ის ანალოგი, რასაც „ თავისუფალი საქართველო“ 2019 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.

„ჩვენ იაფი მედიკამენტების პროგრამა გასულ წელს ავამოქმედეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერთწლიანი ბრძოლა პირველი გამარჯვებით დამთავრდა და საქართველოს ოთხი უმსხვილესი მონოპოლიური კომპანიიდან - ერთი, უკვე დათანხმდა „თავისუფალი საქართველოს “ მიერ შემოთავაზებული ახალი თამაშის წესებს, რასაც მივესალმებით. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ „თავისუფალი საქართველო “ მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ კამპანიას და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე ანალოგიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ დანარჩენი ფარმამონოპოლისტებიც: „ავერსი“, „ ფარმადეპო“ „ ჯი-პი-სი “, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან ნებადართული იყოს კომერციული იმპორტი, რომელიც ადამიანებს აფთიაქებში წარსადგენ ე.წ. ფორმა 100-თან დაკავშირებით, ზედმეტ ბიუროკრატიას ააცილებს.

„ თავისუფალი საქართველო “ როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ მიზანმიმართულად გააგრძელებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სხვა მონოპოლისტებისთვის, ასევე დრამატულად შემცირდება ფასები საწვავზე, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და ინტერნეტით მომსახურებაზე ”,- აღნიშნა კახა კუკავამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით