ევროპარლამენტარები ალექსეი ნავალნის საქმის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი და ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და აღნიშნული საქმის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

„გვსურს, ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ რუსეთის ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებლის ალექსეი ნავალნის საქმის გამო, რომელიც 20 აგვისტოდან მედიკამენტურ კომაში იმყოფება, მას შემდეგ, რაც მძიმედ დაავადდა და ბერლინის Charité - Universitätsmedizin საავადმყოფოს მიერ ჩატარებული წინასწარი ტესტები მოწამვლაზე მიუთითებს. გვსურს ვუსურვოთ ნავალნის სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება, ჩვენ ასევე გვსურს მოვითხოვოთ საქმის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეთ ყველა ხელშემწყობი და დამნაშავე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ნავალნის შემთხვევა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ძალადობის არც პირველი აქტი ყოფილა და არ უკანასკნელი.

„ნავალნის შემთხვევა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ძალადობის პირველი აქტი არ ყოფილა და რუსეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი რეპრესიებისა და განსხვავებული აზრის დევნის დროს მოხდა. ეს საქმე, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან კიდევ ერთი წამყვანი რუსი ბლოგერი ეგორ ჟუკოვი, 30 აგვისტოს სასტიკად სცემეს, საკუთარ სახლთან მოსკოვში“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნავალნის შემთხვევა ჰგავს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, ასევე ალექსანდრ ლიტვინენკოს, ანა პოლიტკოვსკაიას და პიოტრ ვერზილოვის მოწამვლას. ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ნავალნის საქმის გამოძიებას და დამნაშავეები დასაჯოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს