ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - როგორ გგონიათ, მე და გედი მივალთ და ვიღაცას დავაშინებთ, რომ ხმა ჩვენ პარტიას მისცეს და არა „ქართულ ოცნებას“?

როგორ გგონიათ, მე და გედი მივალთ და ვიღაცას დავაშინებთ, რომ ხმა ჩვენ პარტიას მისცეს და არა „ქართულ ოცნებას“, რა მექანიზმი გვაქვს ჩვენ?- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამაშვილს, რომელმაც სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებები წარადგინა.

ნაცვლიშვილის თქმით, წინა არჩევნების შემთხვევაში არ არსებობდა მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ისეთი მაღალი მოტივაცია, როგორიც ეს დღესაა.

„პირდაპირ გეუბნებით, ახლა „ქართული ოცნება“ არის შეშინებული, იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნებია და შეიძლება უმრავლესობა ძალიან მარტივად დაკარგონ. ეს შეიძლება გახდეს მოტივაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან უხეშად ჩაერთონ საზოგადოების დაშინებაში და მეორე, „ქართულ ოცნებას“ მაშინ ასე არ უჭირდა, როგორც ახლა უჭირს. „ქართული ოცნება“ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, ეს მექანიზმი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. როგორ გგონიათ მე და გედი მივალთ და ვიღაცას დავაშინებთ, რომ ხმა ჩვენ პარტიას მისცეს და არა „ქართულ ოცნებას“, რა მექანიზმი გვაქვს ჩვენ? ამას თუ ამიხსნით, თვალი ამეხილება თუ აქამდე ვერ დავინახე ის საშიშროებები, რაზეც აქამდე საუბრობთ, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ეს პირიქით, შეიძლება თქვენი ოპონენტების დაშინების მარტივი მექანიზმი და შესაძლებლობა გახდეს“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა