პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლს უფლება ექნება არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს სატრანსპორტო საშუალება დაატოვებინოს

პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ 19“ -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას.

„თბილისის მიკროავტობუსი“კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს