ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ აბრალავა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 28 ივლისს შეუცვალა.

აბრალავასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა აბრალავასთან ერთად დაკავებულმა ნუგზარ თალაკვაძემაც.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება, ბრალდებულები წინასასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება