პორტლენდში ანტირასისტულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მათ ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა დაუშინეს.

პოლიციის განცხადებით, მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო აღჭურვილობა ან ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

შეგახსენებთ, პორტლენდში დემონსტრაციები თითქმის სამი თვეა მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის ძალადობის შედეგად დაკავების დროს გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები საპოლიციო და სოციალური რეფორმების განხორციელებას მოითხოვენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს