სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ პრემიერობის რამდენიმე თანაბარი ზომის ლიდერი ჰყავს

გია ვოლსკის ოცნებაა, რომ დაიშალოს ფრონტი, რომელიც ქართველ ხალხს და ოპოზიციურ ძალებს აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ რაც შეეხება თანამდებობის საკითხს, ეს არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი ამბავი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ახლა თანამდებობისთვის ჭიდილი უშინაარსოა და საჭიროა იდეებზე და პრობლემებზე საუბარი.

„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება პრემიერობის თავისი კანდიდატი ჰყავდეს. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ღიად ვამბობთ, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, ამიტომ ღიად ვთქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მიუღებელი პრემიერ-მინისტრი გამარჯვების შემდეგ, ოღონდ კანდიდატად ნებისმიერ ძალას შეუძლია ნებისმიერი პირი დააყენოს, აქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის თანამდებობისთვის ჭიდილი, რომელიც ამ წუთში მიგვაჩნია, რომ არის უშინაარსო, რადგან ახლა საჭიროა იდეეზე და პრობლემებზე საუბარი, ეს ცვლილებები როგორ მოვიტანოთ და არა რაღაც მომავალი თანამდებობების განაწილებაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, ვინ შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, კაპანაძის თქმით, პარტიას პრემიერობის რამდენიმე თანაბარი ზომის ლიდერი ჰყავს, „რომელიც არ არის ერთი, ორი და სამი კაცი“.

„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, ვინ უფრო კარგად შეძლებს ამ კონკრეტული ხედვის განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს და რასაც ვეძახით კომპასს, როგორ გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან ქვეყანა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა ყველა სხვა ცალკე აღებული ოპოზიციური პარტიის პროგრამაზე უკეთესია.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა ოპოზიციური პარტიის გეგმაზე უკეთესია, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ პირველ რიგში. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები და ცვლილებებისთვის საჭიროა სწორი ხედვა და კომპასი, რომელიც ამას წაიყვანს. ჩვენ ყველა კონკრეტულ, ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალაზე გაცილებით გამართული და ჩვენი აზრით, ერთადერთი სწორი ხედვა გვაქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს