შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე 4 მოწმე, მათ შორის გამომძიებლები დაკითხეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე - აგარაკზე მყოფი ვანო თეგაძე და 3 გამომძიებელი, მათ შორის 19 ივნისს, შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გამომძიებელი დაიკითხა.

აღნიშნული საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოწმემ რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების მიერ იყო დადგენილი და ისაუბრა ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების, ასევე არასრულწლოვნების შეკრებაზე, როდესაც ისინი განიხილავდნენ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს და მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებსაც.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ოთხი მოწმე, აღნიშნულმა პირებმა მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

ასევე, დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

მოწმემ, რომელმაც დღეს სასამართლოს მისცა ჩვენება დაადასტურა, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების მიერ იყო დადგენილი. მოწმე საუბრობდა ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების, მათ შორის არასრულწოვნების შეკრებაზე, როდესაც ისინი განიხილავდნენ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ დეტალებს, მის გაუჩინარებას და უშუალოდ ძალადობის დეტალებს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები იმ შეკრებაზე საუბრისას ადასტურებდნენ, მათ მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას”, - აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს