ოვერდრაფტი - სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და სურვილებისთვის

დღეისთვის, ნაღდი ფული პლასტიკური ბარათებით თითქმის სრულად ჩანაცვლებულია. უნაღდო ანგარიშსწორების გზით, კომფორტულად, მარტივად, და დაცულად ახორციელებთ გადახდებს სავაჭრო ობიექტებზე, ინტერნეტ სივრცესა და აპლიკაციებში. ხელფასიდან ხელფასამდე, როგორც არ უნდა გაანაწილოთ თვის ბიუჯეტი, დგება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, გვერდს რომ ვერ აუვლით და ბარათზე არსებული თანხა, ხშირად არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, ზუსტად მაშინ ცხადდება დიდი ფასდაკლება თქვენთვის სასურველ ნივთზე, მოულოდნელად წარმოიშვება დაუგეგმავი ხარჯი, რომელიც მოკლე დროშია დასაფარი.

ამგვარი ფინანსური საჭიროებების დასაფინანსებლად, შეგიძლიათ ისარგებლობთ ოვერდრაფტით. ოვერდრაფტი მოკლევადიანი სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფი და მარტივი პროცედურის გავლით, მიიღოთ დამატებითი ფულადი რესურსი მიმდინარე ანგარიშზე. ხშირად ოვერდრაფტს საკრედიტო ბარათთან აიგივებენ. ორივე სასესხო პროდუქტია და გეხმარებათ დახარჯოთ მეტი, ვიდრე ანგარიშზე გაქვთ. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ოვერდრაფტი პირდაპირ თქვენს ხელფასზეა მიბმული და მისი გამოყენება ნაკლებ პროცედურასთან არის დაკავშირებული. საპროცენტო გადასახადი, რომელიც ათვისებულ თანხაზე ანგარიშდება, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას იფარება. ოვერდრაფტის გამოყენებით თქვენ კვლავ არსებული სახელფასო ბარათით ახორციელებთ სასურველ შესყიდვებს და ორი ბარათის ქონის საჭიროება არ გაქვთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით, ბანკომატიდან ოვერდრაფტის თანხას უპროცენტოთ ანაღდებთ, ხოლო ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტი საკრედიტო ბარათთან შედარებით გაცილებით დაბალია.

პროკრედიტ ბანკი მოკლევადიანი ფინანსური მიზნებისთვის გთავაზობთ ხელფასის ორმაგი ოდენობის ოვერდრაფტით სარგებლობას. მაგალითად, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარია, დამატებით 3 000 ლარით გამოყენებას შეძლებთ. გასათვალისწინებელია, რომ პროკრედიტ ბანკში ოვერდრაფტის სერვისზე ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს - წლიური 14%, ეფექტური 14,4%. აირჩიეთ ფინანსურად ყველაზე მომგებიანი სერვისი თქვენთვის!

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია