სალომე სამადაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი” მარგინალური პოლიტიკური მოთამაშეა, ის ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე ზეგავლენას ვერ მოახდენს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, რადგან “ძალიან მაღალია რუსეთის ინტერესები და მცდელობა, რომ არჩევნებზე ზეგავლენა მოხდინოს”.

როგორც სამადაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი” მომავალ არჩევნებზე მთავარი გამოწვევა არ არის.

„პატრიოტთა ალიანსი” არის უბრალოდ „ქართული ოცნების” სატელიტი პროექტი. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა ჩვენი დასავლური მომავლის და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად არის სწორედ მათ შორის “პატრიოტთა ალიანსის” პროექტის შემოქმედის “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, ოქტომბრის ბოლოს”,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კრძალავს პარტიის სხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას, “ქართული ოცნებას” “პატრიოტთა ალიანსის” საკითხი არ განუხილავს.

“საქართველოს რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომლის ამოცანაც არის, შეზღუდოს რუსეთის ზეგავლენის ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა. ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს უცხო სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი” ფინანსდება რუსეთისგან. თუმცა ხელისუფლებას ამის საპასუხოდ არც გამოძიება დაუწყია და მითუმეტეს, არ განუხილავს “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნის საკითხი. გარდა ამისა, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პარტია, რომელიც ხელს უწყობს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას, შესაბამისად იქნას სანქცირებული და “ქართული ოცნება” ამ კანონსაც არ ასრულებს, თუმცა მომავალში, ვფიქრობ, აუცილებელია, კანონის გამკაცრება იმისთვის, რომ კიდევ უფრო შევზღუდოთ რუსეთის ზეგავლენის ბერკეტები ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის თვალსაზრისით”,- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “პატრიოთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისა და აფხაზეთის აღიარებისთვის, სამადაშვილი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე გადამწყვეტ როლს ვერ მოახდენს.

“პატრიოტთა ალიანსი” არ არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. „პატრიოტთა ალიანსი” არის მარგინალური პოლიტიკური მოთამაშე. ის ვერ მოახდენს გადამწყვეტ ზეგავლენას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე, განსხვავებით „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილისგან, რომელთა არჩევანია, რომ „პატრიოტთა ალიანსს” მიენიჭა საპარლამენტო პარტიის სტატუსი და იგივე ხელისუფლების არჩევანია, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგას იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს “პატრიოტთა ალიანსის” მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეშფოთებას გამოთქვამს “ზოგიერთების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა