ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე განახლდება. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

“ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი კომფორტული და გამწვანებული სივრცე შეემატება, რაც სასიხარულოა ჩვენთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ეს სკვერი გამზირის ცენტრალურ ზოლშია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მუდმივად იქნება შევსებული ხალხით, არამარტო აქ მდებარე კორპუსებიდან, არამედ სხვა მისამართებიდან”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია