შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა გოგშელიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა გოგშელიძის ადვოკატ არჩილ დეკანოზიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება.

მისი განმარტებით, ბრალი გოგშელიძეს მოწმეების ჩვენების საფუძველზე დაუმძიმდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელი დაუმძიმდა, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მტკიცებულებად აქვთ კამერის ამონაწერები და რამდენიმე მოწმის ჩვენება. ამ ყველაფრის და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ბრალი დაამძიმეს. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა წერილობითაც დაადასტურა”, - განაცხადა დეკანოზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს