ელენე ხოშტარია - ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა

ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა, - ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, სადაც პოლიციის დეცენტრალიზებას განიხილავენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს პოლიცია პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, მათ აქტივისტების დევნასაც ავალებენ.

„დღეს გვაქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან, კონკრეტულ საკითხზე, რომელზეც ბევრი არის სამსჯელო, ეს არის სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაციის საკითხი. ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა. დაწყებული იმით, რომ პოლიციელებს ავალებენ სდიონ აქტივისტებს, გაგრძელებული იმით, რომ სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ვადგენთ სიმართლეს. არ და ვერ იძიებენ საქმეებს, სამწუხაროდ, პოლიციელები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. ჩვენ გვინდა დეპოლიტიზაციის ინსტიტუციური გარანტიები შევქმნათ. ამის რამდენიმე გზა არსებობს: პირველი, ეს არის შსს-ს ფუნქციური დაყოფა სხვადასხვა ერთეულად, რაც ამ მონსტრს დაშლის. მეორე, დეცენტრალიზაცია და არჩევითობის ელემენტების შემოტანა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზაცია მოხდება, ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად