ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩს გამოკითხვის შედეგები გადასცა (R)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

აუდიენციაზე მთავარი განსახილველი საკითხი "პატრიოტთა ალიანსის" უპრეცედენტო გამოკითხვა იყო, რომელშიც მონაწილეობა 1 200 000 ადამიანმა მიიღო. ინაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია გადასცა ევროკავშირის ელჩს. "პატრიოტების" ლიდერი აღნიშნულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე, ასევე ვისაუბრე გამოკითხვაზე, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსი" ატარებს. მოგეხსენებათ, 1 200 000 ადამიანი გამოვკითხეთ, ასევე 850 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი დავამუშავეთ. მე ევროკავშირის ელჩს უტყუარი მტკიცებულებები გადავეცი გამოკითხვასთან დაკავშირებით, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის სრული დაცვით. გავუზიარე მას ჩემი ხედვები, თუ როგორ წარიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში საარჩევნო მარათონი და შევთანხმდით, რომ კიდევ გვექნება მსგავსი შეხვედრები", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

https://tinp.ge/ge-new/vip-1/3897--.html

https://www.youtube.com/watch?v=34joLvdTo7Q&fbclid=IwAR0H7NHKMEZW6oz9iA2LfTiRKEiHRUoTllavq33xEqFaMes466rzeFDdnxc

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა