პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუს) განთავსებული პროფესიული ტესტირების საგამოცდო სივრცე დაათვალიერა და პირადად გაეცნო გამოცდის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, საგამოცდო ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ანალოგიურად მზადაა საქართველოს მასშტაბით არსებული საგამოცდო ცენტრები, სადაც აპლიკანტებს შექმნილი აქვთ ყველა პირობა იმუშაონ მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდა. იმ პროფესიულ პროგრამებზე, სადაც რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა არ აღემატებოდა თავისუფალი ადგილების რაოდენობას, პროგრამებზე აპლიკანტების მიღება შიდა შერჩევის გზით მოხდა. იმ პროფესიულ პროგრამებზე კი, სადაც რეგისტრანტთა რაოდენობა თავისუფალი ადგილების რაოდენობას აღემატება, მსურველები პროფესიული ტესტირების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება აპლიკანტებისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო ცენტრებში. მანამდე კი, ყველა აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს ონლაინ ფორმატში გაეცნონ ტესტის ნიმუშებს და გაიარონ საცდელი ტესტირება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ფორმატში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის საშუალებით - www.naec.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს