მევლუთ ჩავუშოღლუ - ემანუელ მაკრონი „ისტერიული“ გახდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი ლიბიასა და სირიის კონფლიქტებთან და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის საზღვაო საზღვრების დავასთან დაკავშირებით „ისტერიული“ გახდა.

„ლიბიაში მათ (საფრანგეთმა) მხარი დაუჭირეს პუტჩისტ ჰაფთარს და სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მდგომარეობა შეიცვალა, ჰაფთარი დამარცხდა, მაკრონი ისტერიკაში ჩავარდა და კი ვერ მიხვდა, რა გაეკეთებინა. სწორედ ამის შემდეგ თქვა, რომ ჩვენმა გემებმა მათი გემები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შეაწუხეს, თუმცა ამის დამტკიცება ვერ შეძლო და თავი დაიმცირა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საბერძნეთის პროვოცირებას ყველაზე მეტად ახდენს. მან რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად პარიზს თურქეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„საფრანგეთიდან ასეთი ისტერიული საქციელის საჭიროება არ არსებობს. ეს მათ სასაცილო მდგომარეობაში აგდებთ. ჩვენ ხომ ნატო-ს წევრი ორი ქვეყანა ვართ,“- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს სირიისა და ლიბიის კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე თურქეთსა და საბერძნეთს შორის ენერგორესურსებზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით დაიძაბა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ