პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი 4 არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ოთხივე პატიმრობაში დარჩა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილი განცხადებით, დღევანდელ სასამართლოზე შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი 4 არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხივე მათგანი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

გუგუტიშვილის თქმით, სასამართლობ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები გაიზიარა იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული პირებისგან მომდინარეობს და სწორედ აქედან გამომდინარე დატოვა ისინი პატიმრობაში.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ იმსჯელა კანონთან კონფლიქტში მყოფი 4 არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები, რომ ოთხივე არასრულწლოვანი კვლავ უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მომდინარეობს აღნიშნული პირების მხრიდან. რასაც თავის დროზე ბრალდების მხარე ასაბუთებდა სასამართლოში და აღნიშნული გარემოებები და საფრთხეები ისევ სახეზეა იგივე მოცულობით. შესაბამისად, ოთხივე პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე დაკითხულ მოწმეებს, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა 4 მოწმე, მათ შორის იყვნენ როგორც გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, ასევე იყო მოწმე სალომე ჭკადუა, რომელიც იმყოფებოდა აგარაკის ტერიტორიაზე, წვეულებაზე და აღნიშნულ მოწმესთან დაისვა ყველა შესაბამისი შეკითხვა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ“, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“