ვიქტორ ყიფიანი - რეგიონალური ურთიერთკავშირები - დამატებითი შესაძლებლობა ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უკეთესი ეკონომიკისთვის

ახალ რეალობაში საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრისა და საგარეო პოლიტიკის მართვის აქტუალურ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანესაუბრა.

- ბატონო ვიქტორ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სწრაფად ცვალებადი დინამიკა სულ უფრო აშკარა და ხელშესახები ხდება. მეტიც, ბევრი გვისაუბრია იმაზეც, რომ ეს დინამიკა არაპროგნოზირებადობის გარდა, ეკლექტურობითაც გამოირჩევა.

თქვენი დაკვირვებით, შეინიშნება თუ არა საერთო სურათში ისეთი გარემოებები, რომლებიც უკვე იძლევა საშუალებას ვისაუბროთ საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეულ ტენდენციებზე, რომელთა მიღმა შესაძლებელია მოვლენათა განვითარების მკაფიო ხაზების დანახვა?

- ამ თემებზე საუბრისას დასკვნებში ზომიერება გვმართებს, ვინაიდან სისტემაშემქმნელი პროცესები ჯერაც ფორმირების ფაზაშია. ამ დათქმის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ძალთა გადანაწილების რამდენიმე ახალ ასპექტი შეინიშნება და დაგროვდა საკმარისი პრაქტიკული მასალა გარკვეული შეფასებებისა და პროგნოზირებისათვის.

ვფიქრობ, დღეს უკვე საკამათო არ არის, რომ „ცივი ომის“ დასრულებისთანავე წამოწყებული გლობალურად, განსაზღვრულ საერთო პრინციპებსა და სტანდარტებზე, წესრიგის დამკვიდრების მცდელობა პრაქტიკულად დასრულდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არც თუ უშედეგო გამოდგა, ვინაიდან მან მნიშვნელოვნად განამტკიცა კომუნიზმის მსხვრევას მოყოლებული პოზიტიური შედეგები და მსოფლიოს ახალი ტალღის განვითარება შესთავაზა.

ამავდროულად, „ცივი ომის“ შემდგომი განვითარების ტრაექტორია არასაკმარისი აღმოჩნდა ძველ თუ ახალ დემოკრატიებში საზოგადოებრივი თუ სოციალური მოდელების სრულყოფისთვის, ვერ უზრუნველყო გრძელ ვადაში ისეთი მდგრადი განვითარება, რაც მათ სხვადასხვა ხასიათის კრიზისების არიდებასა და ეფექურ დაძლევაში დაეხმარებოდა.

„ცივი ომის“ შემდგომი განვითარების ტრაექტორია არასაკმარისი აღმოჩნდა ძველ თუ ახალ დემოკრატიებში საზოგადოებრივი თუ სოციალური მოდელების სრულყოფისთვის, ვერ უზრუნველყო გრძელ ვადაში ისეთი მდგრადი განვითარება, რაც მათ სხვადასხვა ხასიათის კრიზისების არიდებასა და ეფექტურ დაძლევაში დაეხმარებოდა

შექმნილი სირთულეებით ოსტატურად ისარგებლეს მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალებმა და პოპულისტებმა. მასისთვის მიმზიდველი ლოზუნგების აფრიალებით, ისინი მეთოდურად შეუდგნენ შიდასახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საწყისების რყევას, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე „წესების გარეშე“ საკითხების გარჩევა ამჯობინეს.

შედეგად მივიღეთ რეალობა, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ძველი ნორმები და სტანდარტები უსარგებლოა, ხოლო ჯანსაღი ალტერნატივა ჯერაც არ გამოკვეთილა.

შედეგად მივიღეთ რეალობა, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ძველი ნორმები და სტანდარტები უსარგებლოა, ხოლო ჯანსაღი ალტერნატივა ჯერაც არ გამოკვეთილა

პანდემიურმა კრიზისმა პროცესების გამძაფრებასთან ერთად, გამოწვევების გადასაჭრელად საჭირო გზების მოძიება გადაუდებელ ამოცანად აქცია.

აუცილებელია შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ნაბიჯების გადადგმა, რაც შეამსუბუქებს ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით მწვავე დაპირისპირებას განაპირობებს თუნდაც საშუალოვადიან მშვიდობას, რაც ამოსუნთქვის საშუალებას და გრძელვადიან განვითარებაზე ეროვნული და გლობალური პროცესების გადაწყობის საშუალებას შექმნის.

- თქვენი მოწოდება ფრთხილ შეფასებებზე გასაგებია. გასაგებია ისიც, რომ მიმდინარე მოვლენების ტურბულენტობა ძალზე მაღალია. ამიტომ, მოდით მაინც ვცადოთ დაკონკრეტება შეფასებებში.

მენიშნა თქვენი მოსაზრება იმაზე, რომ შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია არსებობდეს ერთიანი გლობალური მასშტაბის დღის წესრიგი. შესაძლოა, ამ ეტაპისთვის მაინც ბევრისთვის ეს მოსაზრება სადავო იყოს, მაგრამ, ამაზე კამათი სამომავლოდ გადავდოთ.

თუ დაწყებულ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, საინტერესო იქნებოდა თქვენი დაკვირვებები იმაზე, რაც ახლად აღმოცენებულ ტენდენციებს უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებშია გაჩენილი...

- ზოგადად, ძალთა ბალანსის პრიზმაში გლობალური სისტემა რამდენიმე ძირითად მოდელს აღიარებს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში ასეთი ბალანსი ხან მრავალპოლუსიანი, ხან ორპოლუსიანი, იშვიათად „ორი პლუს“, ხოლო კიდევ უფრო იშვიათად, - ერთპოლუსიანი მოდელების (ე.წ. ჰეგემონიზმის) სახით იჩენდა თავს.

თუ გასულ საუკუნეებში გლობალურ არენაზე ჰეგემონია კიდევ შესაძლებელი იყო, ჩვენს დროში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთის შეუძლებლობას არაერთი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი სახელმწიფოთა შორის დიდი ხარისხის ურთიერთკავშირი და დამოკიდებულებაა.

საინტერესოა, დასახელებულ მოდელებში დღესდღეობით რომელია შედარებით უფრო გამოკვეთილი გლობალურ სურათში?

საკითხი არამარტო თეორიულია, იგი ძალიან პრაქტიკულიცაა, ვინაიდან საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენნაირი რთული სამეზობლოს ქვეყნისთვის, ქცევის ამა თუ იმ წესს განაპირობებს. ახალი სამყაროს ფორმირების კომპლექსურობა იმითაც გამოირჩევა, რომ პანდემიური და პოსტ-პანდემიური ფაქტორები ძველი „ძალის ცენტრების“ ტრანსფორმაციას და ახლების წარმოშობას უწყობენ ხელს.

ახალი სამყაროს ფორმირების კომპლექსურობა იმითაც გამოირჩევა, რომ პანდემიური და პოსტ-პანდემიური ფაქტორები ძველი „ძალის ცენტრების“ ტრანსფორმაციას და ახლების წარმოშობას უწყობენ ხელს

ამავე პროცესის უცილებელი შედეგია საერთაშორისო ურთიერთობებში ინტერესთა თავმოყრის მრავალმხრივი, ე.წ. მულტილატერალური ფორმატების გაბევრება, განსაკუთრებით კი მათი რეგიონალიზაციის ნიშნით.

შესაბამისად, ვღებულობთ კონკრეტული რეგიონის ფარგლებში ინტერესების თანხვედრას ან განსხვავებული ინტერესების დაპირისპირებას, რაც კონკრეტული რეგიონის სპეციფიკით, სუბიექტი სახელმწიფოების ეროვნული და საერთაშორისო ხელწერითა და დიდ საერთო სურათზე საკუთრივ რეგიონში ძალთა ბალანსის გავლენით განისაზღვრება.

რამდენიმე ზოგადი მახასიათებლის გამოკლებით, აშკარაა რეგიონებს შორის არსებული სხვაობა. მაგალითისთვის, ერთია ახლო აღმოსავლეთის სპეციფიკა და მეორეა სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში ძალთა ურთიერთმიმართება, ერთია გლობალური მოთამაშეების დამოკიდებულება შავი ზღვის მიმართულებით ნატო-ს ბლოკის გაფართოებისადმი და სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის არეალში ინტერესთა ბუნება.

ამასთანავე, ყველა ცალკე აღებული რეგიონალური „ძალის ცენტრი“ ლოგიკურად ზემოქმედებს გლობალური მასშტაბის ძალთა ბალანსის ფორმირებაზე.

ერთი სიტყვით, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა რეგიონალური ინტერესების ნიშნით ახლებურად იქსელება, ამ ინტერესების ერთობა ყველგან მყარი და სისტემური როდია, ზოგან კონიუნქტურულ და სიტუაციურ პარტნიორობას ეფუძნება მხოლოდ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა რეგიონალური ინტერესების ნიშნით ახლებურად იქსელება, ამ ინტერესების ერთობა ყველგან მყარი და სისტემური როდია, ზოგან კონიუნქტურულ და სიტუაციურ პარტნიორობას ეფუძნება მხოლოდ

კიდევ ერთი აღსანიშნი ასპექტია, რომ ნებისმიერი ასეთი გაერთიანების სიმტკიცე, ისევე როგორც წონადობა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გაერთიანების საკვანძო მონაწილის - გლობალური თუ ზერეგიონალური ლიდერი ქვეყნის (ან ქვეყნების) - ინტერესების ხარისხზე თვით რეგიონალური გაერთიანების მიმართ.

გასათვალისწინებელია ასევე ის შესაძლებლობებიც (პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური), რაც ამა თუ იმ ქვეყანას რეალურად რეგიონზე ინტერესების პროეცირებისათვის აქვს.

სწორედ ინტერესისა და შესაძლებლობების თანაწყობას უკავშირდება, მაგალითად, შავ ზღვაზე დასავლური წარმომადგენლობის ზრდის პერსპექტივა, ან ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში თურქეთის მზარდი ამბიციები, ან გნებავთ, სირიაში რუსულ და ამერიკულ გავლენათა მატერიალიზაცია.

სწორედ ინტერესისა და შესაძლებლობების თანაწყობას უკავშირდება, მაგალითად, შავ ზღვაზე დასავლური წარმომადგენლობის ზრდის პერსპექტივა, ან ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში თურქეთის მზარდი ამბიციები, ან გნებავთ, სირიაში რუსულ და ამერიკულ გავლენათა მატერიალიზაცია

- თუ საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი ტენდენცია ისაა, რომ მისი ფორმირება ახლა ხდება, მაშინ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამის გაანალიზება რეგიონალური რისკებისა გამოწვევების გათვალისწინებით საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე სამუშაო პროცესში დაიწყება?

- ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ ეს გადაუდებელი სამუშაოა და იგი სისტემურ და უწყვეტ პროცესად უნდა იქცეს. ამას როდესაც ვამბობთ, კარგად უნდა გავიაზროთ თუ რაოდენ რთულია შავი ზღვის რეგიონი, რაოდენ მძიმეა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესი, რა ძალის გარე ფაქტორების წინააღმდეგობას აწყდება საქართველოს მაგისტრალური საგარეო ვექტორი და რაოდენ აქტუალურია რეგიონში ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ რეალიებზე მორგებული ფორმატის ამოქმედება.

აუცილებელია ითქვას, რომ საუბარში ნახსენები ტენდენცია გლობალური პოლიტიკისთვის არახალია. აკადემიურ წრეებში მას „რეალიზმის“ დოქტრინალურ ხაზს უწოდებენ.

ამ ხაზის მიზანია პოლიტიკის შექმნისას პრაქტიკული გადაწყვეტილების მოძებნა, პროცესის შემომქმედთა არარეალისტური წარმოდგენების ილუზიებისგან გათავისუფლება და მართვის პროცესის „დამიწება“.

თავის მხრივ, ეს შესაძლებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების სხვა ინტერესებთან ჯანსაღი და პრაგმატული შეჯერებით და ამის შედეგად მიღებული რაციონალური გადაწყვეტილებების ტექნიკური რეალიზებით.

საგულისხმოა, რომ პოლიტიკაში ამგვარ მიდგომას სულ უფრო მეტი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ქვეყანა ემხრობა.

ამდენად, საქართველოს ეროვნულ ინტერესშია, რომ რეალიზმის ეს სკოლა ჩვენც „წარჩინებით“ გავიაროთ, ხელი შევუწყოთ შესატყვისი პოლიტიკური უნარების მქონე და მართვის მეთოდების მცოდნე თაობას გადაწყვეტილებათა მიღების რეალურ პროცესში შესვლას. ეს ყოველივე იქნება ახალ გლობალურ და რეგიონალურ სისტემაში ქვეყნის რეზისტენტულობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

საქართველოს ეროვნულ ინტერესშია, რომ რეალიზმის ეს სკოლა ჩვენც „წარჩინებით“ გავიაროთ, ხელი შევუწყოთ შესატყვისი პოლიტიკური უნარების მქონე და მართვის მეთოდების მცოდნე თაობას გადაწყვეტილებათა მიღების რეალურ პროცესში შესვლას. ეს ყოველივე იქნება ახალ გლობალურ და რეგიონალურ სისტემაში ქვეყნის რეზისტენტულობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი

- თქვენ საუბრობთ რეგიონალურ ინტერესთა ობიექტური თანხვედრის პირობებში მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მონაწილეობაზე.

აღნიშნეთ ისიც, რომ ეს ახლო მომავალში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის განვითარების მოცემულობაა. ფაქტია, რომ დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ქართული სახელმწიფო მუდამ ცდილობდა ორგანულად შეწყობოდა განვითარებისკენ მიმართულ რეგიონალურ ინიციატივებს, არაერთხელ თავად მოახდინა სხვადასხვა პროექტების ინიცირება.

ზოგჯერ ეს წარმატებული წამოწყება იყო, ზოგჯერ კი წარუმატებელი და გაუმართლებელიც კი. აქტივობა სახეზეა, როგორც ჩვენგან, ისე ჩვენი პარტნიორებისგან.

თქვენი დაკვირვებით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუშაობა რეგიონალიზმის დონის ასამაღლებლად და რა არის ამ მხრივ დამატებით გამოსაყენებელი რესურსი?

- ჩვენთვის ნებისმიერ თანამშრომლობას კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს. თანამშრომლობა მხოლოდ თანამშრომლობისთვის არ ვარგა. მეტიც, ეს ვერც შედგება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ეგოცენტრიზმი დომინანტური ხდება.

კონკრეტული სარგებლის გარეშე არც სხვები მოგვახმარენ თავიანთი დეკლარაციების ამარად დარჩენილი ინიციატივების გამო. და ამით გაფლანგავს ძვირფას რესურსს და მოლოდინს.

ამდენად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო ე.წ. „პრაქტიკული სარგებლიანობის სტრეს-ტესტს“ დაექვემდებარება. ეს, ქართველებმა, კარგად უნდა გავიაზროთ.

ჩვენთვის ნებისმიერ თანამშრომლობას კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს. თანამშრომლობა მხოლოდ თანამშრომლობისთვის არ ვარგა. მეტიც, ეს ვერც შედგება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ეგოცენტრიზმი დომინანტური ხდება

ეს ტესტი ჩვენთვის მით უფრო აქტუალური გახდება, თუ გვემახსოვრება, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში „ძლიერის“ და „დიდის“ ფაქტორი განმსაზღვრელი იყო და დარჩება, ხოლო პოსტ-პანდემიურ ახალ სისტემაში აღნიშნული ფაქტორის გავლენა სავარაუდოდ უფრო იმატებს.

ჩვენი ქვეყნის მოლოდინების გადმოსახედიდან, ეს გარემოება ერთიორად ზრდის მოთხოვნას თანამედროვე „ქართულ რეალიზმზე“. ამდენად, ეგოცენტრისტული მსოფლიოს პირობებში საკითხავია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს „ეგოსტანდარტი“?

შეკითხვაზე პასუხი ორი პრინციპული ქვესაკითხის გათვალისწინებას მოითხოვს - ერთია, თუ რა პრაქტიკული სარგებლისაა ესა თუ ის თანამშრომლობა ეროვნული ინტერესების გატარებისას და, აგრეთვე ის, - თუ რამდენად ეწყობა და მიესადაგება ამ ქვეყნის ინტერესები ჩვენს მოკავშირეთა ინტერესებს.

ორივე ქვესაკითხზე დადებითი პასუხისას გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებისაკენ მიმართვას აიოლებს.

პრაქტიკული შედეგის კუთხით კი, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ორ უმთავრეს მიზანს უნდა ემსახურებოდეს - ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოება და უკეთესი ეკონომიკა.

- ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული არჩევანი აქვს.

თუმცა, გარკვეულ აზრთა სხვაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზებს შეიძლება ეხებოდეს.

- დიახ, უსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე საკვანძო თემა დამატებით ფიქრსა და განსჯას მოითხოვს.

ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან რეგიონში ექსპანსიისა და რევიზიონიზმის მოსათოკად მეტად არადამაკმაყოფილებელია ნატო-ს რეგიონალური უსაფრთხოების მოდელი. ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის არსებული ასიმეტრიულობის აღმოსაფხვრელად სასწრაფოა შავ ზღვაზე ე.წ. „მოწინავე გაძლიერებულ წარმომადგენლობაზე“ უმოკლეს ვადებში გადასვლა.

საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონის არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკა და სამხედრო ძალთა დისბალანსი მეტყველებს. ხოლო, ახლებურ მიდგომებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არსებული პოლიტიკური „ჩიხი“ სახიფათო გაურკვევლობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას.

საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონის არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკა და სამხედრო ძალთა დისბალანსი მეტყველებს. ხოლო, ახლებურ მიდგომებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არსებული პოლიტიკური „ჩიხი“ სახიფათო გაურკვევლობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას

მეტიც, არსებული რეგიონალური უსაფრთხოების კონფიგურაცია თანაბრად საზიანოა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირისათვის ამავე კონფიგურაციის არაადეკვატურობის გამო.

შესაბამისად, გარემოება გვიბიძგებს გაცილებით არასტანდარტული გადაწყვეტისკენ. ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტად კვლავ მესახება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან სახელშეკრულებო ორმხრივი ურთიერთობა, რომლის ანალოგი, - მართალია, სხვადასხვა ვარიაციებით საერთაშორისო პრაქტიკაში იძებნება.

გარემოება გვიბიძგებს გაცილებით არასტანდარტული გადაწყვეტისაკენ. ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტად კვლავ მესახება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან სახელშეკრულებო ორმხრივი ურთიერთობა, რომლის ანალოგი, - მართალია, სხვადასხვა ვარიაციებით საერთაშორისო პრაქტიკაში იძებნება

ასევე ერთ-ერთ შესაძლო ფორმად მოვიაზრებდი, ალიანსის მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის ან დაყოვნების შემთხვევაში - აშშ-სა და რეგიონში რამდენიმე პარტნიორ-ქვეყანასთან ერთად რეგიონალური ნიშნით მჭიდრო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის დამკვიდრებას.

ასევე ერთ-ერთ შესაძლო ფორმად მოვიაზრებდი, ალიანსის მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის ან დაყოვნების შემთხვევაში - აშშ-სა და რეგიონში რამდენიმე პარტნიორ-ქვეყანასთან ერთად რეგიონალური ნიშნით მჭიდრო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის დამკვიდრებას

ამის ანალოგები ასევე არსებობს და მათი უპირატესობა, სავარაუდოდ, მეტ მობილურობასა და პრაქტიკულობაშია. მაგალითისთვის, დავასახელებდი აშშ-ის ბოლოდროინდელ ინიციატივას ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ნატო-ს მსგავსი ფორმალური „მინი“ ალიანსის შექმნაზე აშშ-სთან ერთად ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის მონაწილეობით.

მაღალი ალბათობით, გლობალური უსაფრთხოების „წერტილოვანი დაქსელვის“ პრინციპის გაანალიზება ინტერესმოკლებული არაა ჩვენი რეგიონისთვისაც.

- საინტერესოა, თუ რა ვითარებაა რეგიონალურ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით? დამატებით რა მიმართულებებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება?

- ვფიქრობ, რეგიონზე საუბრისას ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არის საინტერესო ფორმატები, რომლებთან მიერთება ან რაიმე ფორმით თანამშრომლობა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

მით უმეტეს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისგან განსხვავებით, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობისას პროაქტიულობის ამპლიტუდა ქვეყნისთვის გაცილებით მეტია.

მაგალითის სახით, ერთ-ერთ საინტერესო პროექტად მიმაჩნია ე.წ. C5+1 რეგიონალური მოდელი, რომელიც უსაფრთხოებასთან ერთად, ეკონომიკურ საკითხებზე ინტერაქციას ითვალისწინებს.

მართალია, C5-ის ძირითად მდგენელს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან აღნიშნულ ინიციატივასთან შესაძლო მიერთება ამ მეტად პერსპექტიულ რეგიონთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გაბმას, ჩვენს ეკონომიკაში მეტი ტვირთბრუნვისა და ინვესტიციის მოზიდვას ნიშნავს.

ცენტრალური აზიის ქვეყნების გადმოსახედიდან კი, საქართველოსთან, როგორც შავი ზღვის ქვეყანასთან, კავშირები მათი ეკონომიკებისათვის გარე ბაზრებზე უკეთეს და დივერსიფიცირებულ წვდომაზე დაპირებაა.

ცენტრალური აზიის ქვეყნების გადმოსახედიდან კი, საქართველოსთან, როგორც შავი ზღვის ქვეყანასთან, კავშირები მათი ეკონომიკებისათვის გარე ბაზრებზე უკეთეს და დივერსიფიცირებულ წვდომაზე დაპირებაა

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასახელებულ ფორმატში აღნიშვნა „1“, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის მონაწილეობას ნიშნავს, რაც საქართველოსთვის პრაქტიკულ სარგებელს კიდევ უფრო გაზრდის.

ე.წ. „რეალიზმის“ ენით თუ ვისაუბრებთ, მსგავსი ხასიათის რეგიონალურ ეკონომიკურ პროექტებში ჩართულობით ჩვენი ქვეყანა ღია იქნება როგორც დასავლეთთან კრიტიკულად აუცილებელი, ისე აღმოსავლეთთან პრაგმატულად საჭირო თანამშრომლობისთვის.

ე.წ. „რეალიზმის“ ენით თუ ვისაუბრებთ, მსგავსი ხასიათის რეგიონალურ ეკონომიკურ პროექტებში ჩართულობით ჩვენი ქვეყანა ღია იქნება როგორც დასავლეთთან კრიტიკულად აუცილებელი, ისე აღმოსავლეთთან პრაგმატულად საჭირო თანამშრომლობისთვის

აგრეთვე მხედველობაშია მისაღები, რომ ჯანსაღ ინტერესთა გადაკვეთით მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტები ეკონომიკური ურთიერთკავშირების ზრდის კვალდაკვალ რეგიონალური გაუგებრობისა და კონფლიქტების შემცირებას უწყობენ ხელს.

- თუ სწორად გავიგე, თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ურთიერთობათა ახალ სისტემაზე გადასვლისას ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარი ნების აუცილებლობას.

ერთია საქართველოსა და მისი ხელისუფლების მხრიდან ამოცანების გამოკვეთა, პარტნიორებთან შესატყვის კომუნიკაციაში შესვლა და კონსულტაციისათვის მზაობა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას პარტნიორების მხრიდან საჭირო ხარისხის შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მზაობაზე?

- საქართველოს და დასავლეთის თანამშრომლობა რეგულარულად შუქდება. ფაქტია, რომ სხვადასხვა დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის ტემპი მატულობს. ამ მხრივ, განსაკუთრებულად გამოსარჩევია ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობა, რაც კრიტიკულია ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და არსებითია რეგიონალური უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

ამას წინათ ერთ-ერთი დისკუსიის დროს შევნიშნე, რომ რეგიონში საქართველო არის აშშ-ის არამარტო საიმედო პარტნიორი, არამედ შესაძლოა იქცეს შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში დასავლური ინტერესების კვეთაზე „უსაფრთხოების ჩამკეტ“ ქვეყანად.

ვფიქრობ, რომ ახალი სტანდარტებით ფიქრი დიდად დაგვეხმარება უკეთ წარმოვიდგინოთ ქართულ-დასავლური და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა, რაც გაგვიიოლებს რეგიონზე მორგებული რაციონალური და გამართული თანამშრომლობის შემდგომ სრულყოფას.

ვფიქრობ, რომ ახალი სტანდარტებით ფიქრი დიდად დაგვეხმარება უკეთ წარმოვიდგინოთ ქართულ-დასავლური და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა, რაც გაგვიიოლებს რეგიონზე მორგებული რაციონალური და გამართული თანამშრომლობის შემდგომ სრულყოფას

თქვენს კითხვას კი ასე ვუპასუხებდი - გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში კონტრიბუტორ ქვეყნებს მოვლენათა განვითარების წინმსწრებით წაკითხვისა და პროაქტიური რეაგირების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ.

მათ თანაბრად უნდა იფიქრონ საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ თავიანთი პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებზეც, რათა ეს ორივე ერთიან სურათში სწორად განალაგონ და გააწონასწორონ.

როდესაც მსოფლიო ისტორიული განვითარების ახალ მოსახვევში შედის, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების ძირეული გადაწყობა იწყება ურთიერთობათა სისტემაზე პასუხისმგებელი ქვეყნების ვალდებულების ტვირთი ათმაგდება.

როდესაც მსოფლიო ისტორიული განვითარების ახალ მოსახვევში შედის, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების ძირეული გადაწყობა იწყება ურთიერთობათა სისტემაზე პასუხისმგებელი ქვეყნების ვალდებულების ტვირთი ათმაგდება

ასე მაგალითად, წინა საუკუნეში ომის შემდგომი ევროპისთვის განსხვავებული წესების ათვლის წერტილი აშშ–ის პრეზიდენტ ტრუმენის დოქტრინამ მონიშნა, რის შედეგად კონტინენტის ამ ნაწილში ახალი წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემა დამკვიდრდა.

ტრუმენის დოქტრინა პრაქტიკული სახით "მარშალის გეგმასა" და ნატო-ს დაფუძნებაში გამოვლინდა. ამ ორი მეგაპროექტით დასავლური პოლიტიკური ცივილიზაცია ევროპის სიღრმეში კომუნიზმის გავრცელებას წინ აღუდგა.

ახლაც, პოსტპანდემიურ პერიოდში, მსოფლიო აუცილებლად ახალი ათვლის წერტილს მიუახლოვდება. შესაბამისად, ისევ და ისევ ფუნდამენტურად ახლებური მდგომებისა და პრაქტიკულ ქმედებების ჯერი დგება.

მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რეგიონალური რევიზიონიზმის შეჩერება და მისი აღკვეთაა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ გადაწყვეტილებებს გამბედაობა და არჩევანში თავისუფლება სჭირდება.

მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რეგიონალური რევიზიონიზმის შეჩერება და მისი აღკვეთაა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ გადაწყვეტილებებს გამბედაობა და არჩევანში თავისუფლება სჭირდება

ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური, მორალური და მატერიალური ფასი გაიღო საკუთარი არჩევანის თავისუფლების მოსაპოვებლად. იმედია, დასავლური სამყაროც ამას ხედავს და სათანადოდ დაგვიფასებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო