კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან 9 „დონას კლასტერიდანაა“, 1 რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია, ერთის წყარო უცნობია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობას 319 პაციენტი აგრძელებს. მისივე თქმით, ინფიცირების 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას კლასტერს“ უკავშირდება.

„ამჟამად კოვიდცენტრებში 319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ახალინფიცირებულებს, კოვიდინფექცია 25 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 9 არის „დონას კლასტერიდან“, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 1 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სამის ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ერთი არის რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელი და მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელზეც დადასტურებული არ არის წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 15 კოვიდინფიცირებული, აქედან 3 მძიმე პაციენტია - 2 მკურნალობს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში და ერთი არის კრიტიკული,“- განაცხადა ენდელაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ