ჰასან რუჰანი - ამერიკა უგულო და ბოროტია

ჰასან რუჰანი - ამერიკა უგულო და ბოროტია

ამერიკა უგულო და ბოროტია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა. „შეერთებულ შტატებს რომ ცოტა კაცთმოყვარეობა და ტვინი ჰქონდეს, კორონავირუსის პანდემიის გამო სანქციების ერთი წლით მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ამერიკა უგულო და ბოროტია და ამის ნაცვლად ბოლო 7 თვის განმავლობაში, კორონავირუსის კრიზისის დროს, ახალი სანქციები დაგვიწესა და ჩვენზე ზეწოლა გააძლიერა,“- განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ირანის არცერთი მეგობარი სახელმწიფო არ შეწინააღმდეგებია შეერთებულ შტატებს.

„უკანასკნელი თვეების მანძილზე, მას შემდეგ რაც კორონავირუსმა ჩვენს ქვეყნამდე მოაღწია, არავინ დაგვხმარებია. არცერთ მეგობარს არ უთქვამს, რომ კორონავირუსისა და სირთულის დროს ამერიკას წინ აღუდგებოდა და აშშ-ს მუქარის მიუხედავად ირანთან ბიზნესურთიერთობა ექნებოდა,“- განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 380 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს