ჭავჭავაძის გამზირზე LED განათების სისტემა მონტაჟდება

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„LED განათების მონტაჟი თავიდანვე გათვალისწინებული იყო და როგორც ყოველთვის ვამბობდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოს უნდა მომხდარიყო. დღეს ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას და მონტაჟდება ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩამოტანილია. თვის ბოლოს სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა. მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, ყველგან ანალოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული, თუმცა ქუჩის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე განსხვავებული მიდგომა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს