ზუბალაშვილების ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში ძმ. ზუბალაშვილების ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. მისივე თქმით, წელს, შვიდი სახლი გამაგრდა, ხუთის გამაგრება კი მიმდინარეობს.

„მთაწმინდის რაიონში მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გავამაგროთ ყველა სახლი და ადგილობრივ მოსახლეობას გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. წელს, უკვე შვიდი სახლი გავამაგრეთ, ხუთის გამაგრება კი მიმდინარეობს. მსგავსი პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამაჟამად, აღნიშნულ შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი დაიხარჯება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს