ნუკრი ქანთარია - სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც იქ ქუდებს და ხელთათმანებს კერავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები და მისი პრემიერად დასახელება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი დაბრუნების შემთხვევაში საპატიმროში მოხვდება, ხოლო მისი "ფანები დაღონებულნი იქნებიან."

"მე მგონია , რომ ეს განცხადება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება და უკვე ფსიქიატრიულის განხრით მიდის და დიდი სინანულით მინდა ვთქვა იმ ბინადართა მიმართ, ვინც იქ არიან, მაგრამ იქ პრემიერებიც არიან, მაკედონელებიც, ნაპოლეონებიც, ასე რომ ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა. მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს,“ - განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს