საკარანტინო სივრცეების ნაწილში, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული, თუმცა უსიმპტომო პაციენტები განთავსდნენ

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საკარანტინო სივრცეების ნაწილი, შესაძლოა, კორონავირუსის დადასტურებული, თუმცა უსიმპტომო პაციენტების მკურნალობის სამართავად იქნას გამოყენებული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, საკარანტინო სივრცეებში კოვიდ 19-ის მქონე უსიმპტომო პაციენტების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ისინი კვლავ კლინიკებში დაბრუნდებიან.

„ჩვენ რატომ ვერ წავედით ბინაზე მკურნალობის მოდელზე? ბინაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს და ოჯახისთვის თითოეული ინფიცირებული რისკია, იქ ხალხს თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს. დღეს საავადმყოფოში პაციენტების დიდი ნაწილი უსიმპტომოა, თუმცა, კლინიკაში მაინც არიან. ასეთი პაციენტისთვის ოპტიმალური იქნება ან ოჯახში ყოფნა თუ ექნებოდა შესაბამისი გარემო ან სასტუმროში გადაყვანა. ეს მოდელი ჩვენ გაზაფხულზე გამოვცადეთ. დღეის მდგომარეობით მობილიზებულ 500 საწოლში 166 საწოლი არის თავისუფალი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების სამართავად, ჩვენ შეგვიძლია ორი გზა გამოვიყენოთ: 1. დავამატოთ, საწოლები. უკვე არის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ის კლინიკები, ვინც უნდა ჩაერთოს ეტაპობრივად, თუ კი ამის საჭიროება იქნება და მეორე გზა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს იქნება საკარანტინო სასტუმრო, ასიმპტომური პაციენტების სამართავად. უსიმპტომო პაციენტის კლინიკაში სავალდებულო 14 დღის ნაცვლად, დარჩება 10 დღე, 4 დღე შეიძლება თავისუფლად შემცირდეს და გადავიყვანოთ ასეთი პაციენტი სასტუმროში, სადაც მეტად კომფორტული პირობა ექნება და სამედიცინო მეთვალყურე ეყოლება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეს არის იგივე საკარანტინო სასტუმრო, თუმცა, იქ არის უფრო მეტი და უფრო მეტად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, ვიდრე ჩვეულებრივ საკარანტინო სასტუმროში.

„სამედიცინო პერსონალს შეეძლება მძიმე შემთხვევის დროზე იდენტიფიცირება და მართვა. ასევე, გვაქვს მარტივი აღჭურვილობა შეძენილი, რაც ზომავს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას. ოდნავ მაინც თუ შეინიშნება კლება, მაშინვე შესაძლებელია პაციენტი დაბრუნდეს კლინიკაში. ასეთი სასტუმროები იყო უკვე თბილისში 100 ადგილიანი, ძალიან კარგად იმუშავა, ერთი ბათუმში 50 ადგილიანი იყო, რომელიც არ დაგვჭირდა უბრალოდ და ქუთაისშიც 50 ადგილიანი, ესეც არ დაგვჭირდა და ისინი კვლავ დავაბრუნეთ მაშინ ჩვეულებრივ საკარანტინო რეჟიმში. ახლა ვფიქრობთ, რომ ისევ ეს მოდელი დავაბრუნოთ, იმიტომ კი არა რომ, ამ ეტაპზე, საწოლფონდი არ გვყოფნის, იმიტომ რომ ეს გამოცდილება განვითარდეს, მოდელი დაიხვეწოს და თუ გაჩნდა ამის საჭიროება, გამოვიყენოთ. სავარაუდოდ, ეს მოდელი ამ კვირაში შევა ძალაში და 3 ლოკაციაზე იქნება დამატებითი სხვა ტიპის საკარანტინო სივრცეები. პროტოკოლს შევათანხმებთ კლინიკურ ჯგუფთან“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე