ლევან კობერიძე - ხელისუფლება ბიუჯეტის და სხვა ადამიანების ხარჯზე აპირებს, რომ მოისყიდოს ადამიანების მეორე ნაწილი

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის „ლელო საქართველოსთვის” კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, კანონპროექტით, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხელისუფლება ამომრჩევლის ხმების მოსყიდვას ცდილობს.

როგორც კობერიძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება და დანაშაულია.

„ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობა წელგამართული იყოს და არ იყოს მისი გარკვეული ნაწილი მთავრობის და ხელისუფლების ხელის შემყურე, ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის გარკვეულ შეღავათს პიროვნულად მივესალმები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი და ის პასუხისმგებლობა, რაც ხელისუფლებას აქვს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღეს ხელისუფლება მსგავსი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს, ფაქტობრივად მოისყიდოს ამომრჩევლის ხმები და არა ქვეყნის განვითარების გეგმით, არამედ ბიუჯეტის და სხვა ადამიანების ხარჯზე აპირებს, რომ მოისყიდოს ადამიანების მეორე ნაწილი. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ამასთან ერთად ეს დანაშაულია”,- განაცხადა კობერიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ლელო” კორონავირუსის პერიოდში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან და კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დააყენებს საკითხს.

ცნობისთვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან. უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტი ასევე გულისხმობს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს