ბორის ჯონსონმა ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე შეთანხმების ბოლო ვადად 15 ოქტომბერი განუსაზღვრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 15 ოქტომბრისთვის უნდა იყოს მზად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ბრიტანეთი მოლაპარაკებების "საბოლოო ფაზაში" შედის, რომელიც სამშაბათს განახლდება.

„ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ გაწერა გრაფიკი, ასევე მეც. იმისთვის, რომ შეთანხმება წლის ბოლოსთვის ძალაში შევიდეს, საჭიროა ევროპელ მეგობრებთან შეთანხმება 15 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს სამიტისთვის მზად იყოს. თუკი ამ დროისთვის ვერ შევთანხმდებით, ვფიქრობ, ჩვენს შორის თავისუფალი ავჭრობის თაობაზე შეთანხმება არ იქნება, შესაბამისად, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა და სვლა განვაგრძოთ. ჩვენ არასდროს დავხურავთ კარს და ვაჭრობას განვაგრძობთ როგორც მეგობრები, მაგრამ ეს მოხდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გარეშე“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის განცხადებაში.

პრემიერ - მინისტრის თქმით, თუ გარიგება ვერ განხორციელდება, ისინი ვაჭრობას ავსტრალიის მსგავსად განაგრძობენ, რომელსაც ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება არ აქვს.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა. მხარეები გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გრძელდება და რომლის განმავლობაშიც მათ მომავალი სავაჭრო შეთანხმების დეტალებზე უნდა მოილაპარაკონ. დიდმა ბრიტანეთმა გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?