საქართველოს სალიზინგო კომპანიამ საერთაშორისო ბაზრიდან 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

2020 წლის 31 აგვისტოს, “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ” შვეიცარული ფინანსირების პლატფორმა Symbiotics - ისგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ფულადი რესურსი მოხმარდება მიკრო და საშუალო ზომის ბიზნესების (SME), ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლიანი მეწარმეების საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას, რაც მათ მარტივ და სწრაფ დაფინანსებას გულისხმობს.

„საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“, აღნიშნული ინვესტიცია, 2016 წლის შემდეგ, საერთაშორისო ფინანსური ბაზრიდან მოზიდული პირველი სესხია, რაც მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით, კომპანიის სტაბილურობაზე, მზარდ ტენდენციებზე, გამორჩეულ რეპუტაციასა და გამართულ ფინანსურ ანგარიშებზე მეტყველებს.

„Symbiotics”-თან თანამშრომლობის მიზანია დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს სწრაფი ტემპით ზრდაში. მნიშვნელოვანია, რომ Covid-19-ის შედეგად შექმნილი კრიზისისა და რთული ეკონომიკური პერიოდის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ინვესტორების ნდობა. ეს ნაბიჯი, თავისთავად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებას წინ უძღოდა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. საქართველოში დამატებითი ფულადი რესურსის მოსაზიდად, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

Symbiotics - ის შესახებ

შვეიცარული ფინანსირების პლატფორმა - „სიმბიოტიკი“ წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია როგორც, მიკრო და საშუალო ბიზნესების, ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლიანი მეწარმეების საქმიანობის დაფინანსებაზე განვითარებად ქვეყნებში. 2005 წლიდან „სიმბიოტიკი“ ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და მსოფლიოს მასშატაბით, 450-მდე კომპანიასთან, 4,000-ზე მეტ ფინანსურ გარიგებას მიაღწია, რაც 5.5 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს - https://symbioticsgroup.com/

საქართველოს სალიზინგო კომპანიის შესახებ

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ყველაზე გამოცდილია სალიზინგო მომსახურების სფეროში. ის იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია ფიზიკურ პირებთან ერთად მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს სალიზინგო მომსახურების მრავალფეროვნებას სთავაზობს. ლიზინგის საშუალებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ დაფინანსება მანქანა-დანადგარების, საწარმოო ხაზების, სატრანსპორტო ტექნიკისა და სხვა მოძრავი აქტივების შესაძენად. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://leasing.ge/

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო