ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში ღონისძიებების მონიტორინგს შრომის ინსპექცია შსს-სთან ერთად განახორციელებს და სანქციები „გაცილებით მკაცრი იქნება“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს და საჯარიმო სანქციები „გაცილებით უფრო მკაცრი იქნება“.

„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე თავშეყრა.

ამისათვის ჩვენ ვართ შემზადებულები. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით უფრო მკაცრი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ გახდა შესაძლებელი საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 12 დღემდე შემცირება.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კარანტინის ვადის შეზღუდვა არ გამოიწვევდა ინფექციის გავრცელებას. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს კვლევები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის გვესაჭიროება ასევე მე-12 დღეს ჩატარებული ტესტირებაც,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ