საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი -„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ დარეგისტრირდა

„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ - ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ავტორია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდა ქვეყანა და დგას დღესაც. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ძირითადი აქცენტი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ ლეგალისტურ შეფასებაზე გაკეთდა. სამწუხაროდ არ მომხდარა მმართველობის პოლიტიკური შეფასება და ანალიზი. ამიტომ შემდგომმა ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არამედ შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა.“

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მთავრობების შეცვლისა, არ იცვლებოდა სოციალური წესრიგი. კერძოდ, „ძალაუფლება, სიმდიდრე ერთი ოლიგარქიული ჯგუფის ხელიდან მეორე ოლიგარქიული ჯგუფის ხელში გადადიოდა. პოლიტიკური ცხოვრება რევანშიზმით განმსჭვალულ ყოფილ მმართველ პარტიებსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ მოქმედ მმართველ პარტიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.“

პროექტში საუბარია ასევე სასამართლოსა და პროკურატურის შესახებ და აღნიშნულია, რომ ყველა მმართველი პარტია ცდილობდა სასამართლო და პროკურატურა მის მიმართ ლოიალური მოსამართლეებითა და პროკურებით დაეკომპლექტებინა, ან ეიძულებინა მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები , მმართველი პარტიის ინტერესები გაეტარებინათ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, სასამართლო და პროკრატურა უნდა გათავისუფლდეს მმართველი პარტიის წნეხისა და გავლენისგან. ასევე, უნდა შეუჩერდეთ საქმიანობის უფლება სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების დროს აქვთ დანაშაული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, არ დგას მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან, რეზოლუციის პროექტის თანახმად, უნდა დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან უსაგნო, უშინაარსო დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ანტიდასავლურ განწყობებს ქვეყანაში.

როგორც დღეს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ რეზოლუციის პროექტის ავტორმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ „ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბების და დამსგავსების ლუსტრაციას ახდენს“.

რეზოლუციის პროექტი „დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა