მარინა ეზუგბაია - დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.

„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა - მარინა ეზუგბაია

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს