სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ ჭიათურაში სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის პროდუქტი რეალურზე უფრო ძვირად შეიძინა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ ჭიათურაში სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის პროდუქტი რეალურზე უფრო ძვირად შეიძინა.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ინფორმაცია აქვს, რომ ჭიათურის მერი იმ კომპანიის მფლობელთანაა დაკავშირებული, რომლისგანაც აღნიშნული პროდუქტები შეისყიდეს.

„მთავრობამ კორონავირუსის დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დახმარებოდა. აკეთებდა შესყიდვებს და მიჰქონდა პროდუქტი, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ეს მდგომარეობა მათ გამოიყენეს ახლობლების გასამდიდრებლად და კორუფციისთვის. მაგალითად, ჭიათურაში მერიამ შესყიდვა გააკეთა, დაახლოებით ეს იყო 184 ათას ლარზე. ეს იყო პროდუქტების შეძენა, არსებობს ჩამონათვალი, სხვადასხვა პროდუქტის. ყველგან არის გადაცდომა. რომ წასულიყვნენ და ჭიათურაში მაღაზიაში ეყიდათ საცალო ფასად, ის იქნებოდა უფრო იაფი. მაგალითად 2 კგ. შაქარში გადაიხადეს 4.2 ლარი, როდესაც 3.3 თეთრს არ აღემატებოდა. თითო კვერცხში გადაიხადეს 35 თეთრი, როდესაც 28 თეთრს არ აღემატებოდა. ეს არის უძიმესი დანაშაული და უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ ეს არის შესაჩერებელი. ამიტომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები 2 მლდ. ლარით უნდა შემცირდეს. ეს არის თანხები, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, უნდა დარჩეს ხალხს და არ უნდა ხმარდებოდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოკვებას.

არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანის, რომლისგანაც მოხდა შესყიდვა, მფლობელი გაგა ბრეგაძე დაახლოებულია ჭიათურის მერთან და მაქვს შესყიდვები, სადაც ორივეს ხელმოწერაა და ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება“,- განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო