ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა, საქართველოს მომდევნო წლიდან არ მოუწევს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა, მომდევნო წლიდან არ მოუწევს.

როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საგარეო ვალზე საუბრისას აღნიშნა, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელთა დაფარვაზე მინიმუმ 3 წლიანი საშეღავათო პერიოდი ვრცელდება.

„ ანტიკრიზისული გეგმა როდესაც წარმოვადგინეთ, ვსაუბრობდით, რომ წელს 1.5 მილიარდი დოლარის სესხს ავიღებდით, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. ვფიქრობთ, რომ ოქტომბერში ყველა ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება. დიდი ნაწილი ჩამორიცხულია, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული. სავარაუდოდ ვერ მოესწრება და ახალ პარლამენტში მოგვიწევს „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთი ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ თანხებს წელს სრულად მივიღებთ.

რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისი გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არცერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველს აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმც ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს.

„ 2021 წელს ყველაზე დიდი მოცულობით რაც გვიწევს ესაა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვა. არსებულ ვალებზე ჯამში დაახლოებით 2.4 მილიარდ ლარამდე იქნება, რასაც დავფარავთ. ვფიქრობ წლევანდელი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს, საკმაო თანხა დაგვრჩება, რომ ვალების ნაწილი გადავფაროთ და ამისთვის დამატებითი თანხების სესხება არ დაგვჭირდეს“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო