სს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წელს სს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთის” წარმომადგენლობის სახით დაფუძნდა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, სს „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეტაპობრივად გააფართოვა საქმიანობის არეალი და ამჟამად აქტიურად არის დაკავებული სამშენებლო, ტურიზმის, სასტუმრო ქსელების ოპერირების, სატრანსპორტო, სამედიცინო, პროგრამული უზრუნველყოფის, საბროკერო მომსახურება, უძრავი ქონებისა და პროექტების მართვა-ოპერირების, სავაჭრო ქსელების და სხვა სფერობით. საერთო ჯამში, კომპანიას ეკუთვნის 35-ზე მეტი შვილობილი კომპანია.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული სასტუმრო “ეუფორია ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე, “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთმა” მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განახორციელა საქართველოში, კერძოდ, ბათუმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავდოსადგური; მეტრო სითი ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი, სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი) მეტრო სიტი ლეჯენდ ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი) ასევე სასტუმრო პროექტები: ეუფორია ბათუმი; ბათუმი სქაი თაუერ; ეუფორია გოდერძი; ლეჯენდ ბიზნეს ბათუმი; ლეჯენდ ბათუმი; მეტრო ინტურისტი; სითი ჰოტელო ბათუმი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას და ახალი წევრების მიღებას.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს ბიზნეს სექტორი დგას, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას და ახალი წევრების მიღებას. ამჟამად ასოციაცია კონცეტრირებულია საქართველოში ბიზნესის ოპერატორების მხარდაჭერაზე. მივესალმებით “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთს” და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანი და ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში