დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - უკვე მერამდენედ ტირის ნიანგის ყალბი ცრემლებით

უკვე მერამდენედ ტირის ნიანგის ყალბი ცრემლებით, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იტყუება, როცა განცხადებებს აკეთებს.

"ის იტყუებოდა 2012 წლამდეც, იტყუება დიდი მონდომებით და ტყუილთან ერთად ის ასევე, ძალიან დიდი მონდომებით ძარცვავდა, არბევდა, ხოცავდა, ართმევდა ქონებას ბიზნესს და მედიას, მტერს აბარებდა საკუთარ მიწა- წყალს და სურვილი ჰქონდა ეს გმირობად გაესაღებინა. დღეს ის მხოლოდ იტყუება, იტყუება უტიფრად, დიდი მონდომებით, ფარისევლობით, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ფიასკო მისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ძალიან მალე, 2020 წლის 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სათანადო პასუხს და ეს იქნება მათი ძალიან დიდი მარცხი,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "მისი პარტიის მცირერიცხოვან მომხრეებსაც აღარ სჯერათ სააკაშვილის".

„ეს კარგად ჩანს ყოფილი და მოქმედი პარტიის წევრების ალიაქოთში, რომელიც ეს ბოლო დღეებია იმართება ოპოზიციურ სპექტრში. უკვე რამდენი პრემიერ- მინისტრი გვყავს, აბა დავითვალოთ. ისინი ვერ ინაწილებენ პრემიერის ერთ სავარძელს, როცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, ხოლო მათი რეიტინგი არის ძალიან დაბალი," - განაცხადა მათიკაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო