დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, რომ სწორად გადავდგათ ნაბიჯები  როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, ასევე, გადაწყვეტილებები მიიღება ეპიდემიოლოგებთან ერთად, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ. აღნიშნულის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ცესკო- ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„მსოფლიო უმძიმეს სენს ებრძვის, მსოფლიო პანდემიის წინაშე დგას საქართველოც და საქართველო ყველაზე უფრო კარგად და მოწინავედ უმკლავდება ამ მძიმე დაავადებას. წელს შემოდგომაზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის 31 ოქტომბერი, როცა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ორივე მხრივ ვიყოთ ძალიან აქტიურები და სწორად გადავდგათ ნაბიჯები, როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე არჩევნების მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით ჩატარებისთვის. ასე რომ, დამერწმუნეთ, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმევა ამ კუთხით, იქნება გააზრებული ეპიდემიოლოგებთან და იქნება პოლიტიკურად სწორი, რომ არ დაირღვეს დემოკრატიულობის არცერთი პრინციპი და ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ გაგრძელდეს. ყველა წესი, რომელიც იქნება დადგენილი, იქნება დადგენილი ორივე პრინციპის გათვალისწინებით, პირველ რიგში დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის და ამასთან, ჩვენ თავი უნდა ვიგრძნოთ უსაფრთხოდ,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება, შესაძლოა, მიეცეთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა